ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ჯოშუა ჰაკმა კონგრესში, საქართველოს თემაზე გამართული მოსმენის დროს განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა ცდილობს, ორმაგი თამაში ითამაშოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
„ახლა ძალიან მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა ცდილობს, ორმაგი თამაში ითამაშოს.
მათ სურთ აკრიტიკონ შეერთებული შტატები, აკრიტიკონ ევროპელი პარტნიორები და იმავე დროს, უთხრან თავიანთ ხალხს, რომ ისინი კვლავ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე არიან. ეს არაკეთილსინდისიერია. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ჩვენთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ქართველ ამომრჩეველს, ქართველ ხალხს ნათლად ვუთხრათ, რომ არსებობს მკაფიო არჩევანი. მათ გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღონ, მაგრამ გზა, რომელზეც მათ „ქართული ოცნება“ მიუძღვებათ, არ მიდის ტრანსატლანტიკური მომავლისკენ, რაც ქართველ ხალხს სურს“, - განაცხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ.
საკუთარ გამოსვლაში მან ასევე აღნიშნა, რომ 2024 წელი გადამწყვეტი წელია საქართველოს მომავლისთვის და აშშ-მა საქართველოს მთავრობასთან ხაზი გაუსვა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის მნიშვნელობას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ კონგრეში გაკეთებულ განცხადებებს დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „არაერთი უსამართლო შეფასება“ მოისმინა. მისი თქმით, „რეალურად, ეს იყო თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან“. იმავე ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ აქვს.
