ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის შვილი, 18 წლის ახმატ კადიროვი საფეხბურთო კლუბ „ახმატის“ ახალ პრეზიდენტად დაინიშნა. ორი დღის წინ რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ სპორტის მინისტრის თანამდებობაზეც მისი უფროსი ვაჟია დანიშნული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
აქამდე ახმატ კადიროვი ჩეჩნეთის სპორტის მინისტრის პირველი მოადგილისა და რესპუბლიკის ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
„ახმატის“ პრეზიდენტი ბოლო 13 წლის განმავლობაში ჩეჩნეთის მეთაურის ერთ-ერთი უახლოესი თანამოაზრე, 2015 წლიდან რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე მაგომედ დაუდოვი იყო. ის თანამდებობიდან რამდენიმე დღის წინ გადადგა. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ თანამდებობა დატოვა ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარე მუსლიმ ხუჩიევმაც.
კადიროვის შვილები და ნათესავები მნიშვნელოვან თანამდებობებზე რეგულარულად ინიშნებიან. გასულ წელს, რამზან კადიროვის უფროსი ქალიშვილი 25 წლის აიშათი სოციალურ საკითხებში რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა, მეორე ქალიშვილი, 24 წლის ხადიჟატი კი, მიმდინარე წლის თებერვლიდან ჩეჩნეთის მეთაურის და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილეა. კადიროვის კიდევ ერთი ქალიშვილი, 20 წლის ხუთმატი ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის სამდივნოს უფროსის მოადგილე და რეგიონული ჯანდაცვის სექტორის კურატორია. გასული წლიდან, მამის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად და შეიხ მანსურის ბატალიონის ზედამხედველად მუშაობს 16 წლის ადამ კადიროვი. ოფიციალურად რამზან კადიროვს 14 შვილი ჰყავს.
დიდი ხანია ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთის 47 წლის ლიდერი, რომელსაც უფლებადამცველი ჯგუფები „ტოტალიტარული რეჟიმის“ მართვაში ადანაშაულებენ, მძიმედ ავადაა. კადიროვი ამ ცნობებს უარყოფს.
ამ თემაზე:
აშშ-მ რამზან კადიროვს, მის ცოლებსა და შვილებს უკრაინაში ომის გამო სანქციები დაუწესა
