კადიროვის თქმით, ის და მისი რაზმი მზად არიან, ბახმუტში „ვაგნერი“ ჩაანაცვლონ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი აცხადებს, რომ მზად არის, ბახმუტში საკუთარი მებრძოლები გაგზავნოს, თუ „ვაგნერის“ ჯგუფი ქალაქს დატოვებს.  

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„თუ უფროსი ძმა პრიგოჟინი და „ვაგნერი“ წავლენ, გენშტაბი გამოცდილ საბრძოლო ქვედანაყოფს დაკარგავს. მათ ადგილზე ბახმუტში უმცროსი ძმა კადიროვი და „ახმატი“ მოვლენ. თუ სცენარი მაინც ასე განვითარდება, ჩვენი მებრძოლები მზად არიან ქალაქის დასაკავებლად, ეს რამდენიმე საათის საქმეა. თუ პრიგოჟინი და მისი რაზმი წავა, კადიროვი და მისი რაზმი მოვა, არაფერი შეიცვლება“, - ამბობს კადიროვი.

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ არაოფიციალური რუსული შეიარაღებული ფორმირებაა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა, ევგენი პრიგოჟინმა შექმნა. „ვაგნერი“ დაქირავებული მებრძოლებით, რომელთა შორის, რუსეთის ციხეებიდან აყვანილი ყოფილი პატიმრებიც არიან, აქტიურ მონაწილეობას იღებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში.

5 მაისს ევგენი პრიგოჟინმა ბახმუტში მისი მებრძოლების დაღუპვაში რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი დაადანაშაულა. ცხედრების ფონზე გადაღებულ ვიდეოში პრიგოჟინმა თქვა, რომ „ვაგნერის“ დანაკარგების მიზეზი საბრძოლო მასალის დეფიციტია. ის დაიმუქრა, რომ დაქირავებული მებრძოლები 10 მაისიდან გავლენ ბახმუტიდან, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკრაინული ქალაქის აღებას, „ვაგნერის“ მეთაურის თქმით, 9 მაისისთვის გეგმავდნენ.

ბახმუტისთვის ბრძოლა ცხრა თვეზე მეტია გრძელდება. ამერიკული ორგანიზაცია „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ (ISW) მოსაზრებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, როგორც ჩანს, ბახმუტზე შეტევის ნაცვლად პრიორიტეტი უკრაინის მოსალოდნელი კონტრშეტევისთვის მომზადებას მიანიჭა, რამაც „ვაგნერის“ ჯგუფი და მისი დამფინანსებელი პრიგოჟინი რთულ მდგომარეობაში ჩაადგო. „ჯერ არ არის ნათელი, აპირებს თუ არა პრიგოჟინი 10 მაისს ბახმუტიდან უკან დახევას, თუ მისი ეს განცხადება თავდაცვის სამინისტროსგან მხარდაჭერის მიღების ბოლო მცდელობა იყო“, - წერს ISW.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა 5 მაისს გასცა დავალება, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში“ იარაღის მიწოდება გაკონტროლდეს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.