კადიროვმა პრიგოჟინის ამბოხს „ამაზრზენი ღალატი“ უწოდა და მებრძოლებს მიმართა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა, რამზან კადიროვმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელის მეთაურობით რუსეთში დაწყებულ ამბოხს „ამაზრზენი ღალატი“ უწოდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ყველაფერი, რაც ხდება, ზურგში დანის ჩარტყმა და ნამდვილი სამხედრო ამბოხია“, - წერს კადიროვი Telegram-ში გავრცელებულ განცხადებაში.

მისი თქმით, ის სრულად უჭერს მხარს ვლადიმერ პუტინის მიერ საგანეგბო მიმართვის დროს ნათქვამ თითოეულ სიტყვას:

„მან სრულიად სამართლიანად აღნიშნა, რომ ეს სამხედრო აჯანყებაა! ასეთი ქმედებებისთვის გამართლება არ არსებობს. მივმართავ მებრძოლებს - სამშობლოს პატრიოტებს, არ აჰყვეთ პროვოკაციებს. რა მიზნებიც არ უნდა დაგისახონ, რა დაპირებებიც არ უნდა მოგცენ, ასეთ მომენტში სახელმწიფოს უსაფრთხოება და რუსული საზოგადოების ერთიანობა ყველაფერზე მაღლა დგას!

ნახეთ, როგორ სარგებლობენ ამ სიტუაციით ჩვენი მტრები დასავლეთში. რამდენი ტყუილი, რამდენი ცრუ მოწოდება ვრცელდება, რომელიც აშინებს ჩვენს მოქალაქეებს, ქმნის დესტაბილიზაციის საშიშროებას. ეს არის პრიგოჟინის მოღალატური მარშის მოსალოდნელი შედეგები. რაც ხდება, არ არის ულტიმატუმი თავდაცვის სამინისტროს მიმართ, ეს არის გამოწვევა სახელმწიფოსთვის და ამ გამოწვევის წინააღმდეგ აუცილებელია ეროვნული ლიდერის ირგვლივ გაერთიანება“, - აღნიშნავს კადიროვი.

მისივე თქმით, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და გვარდიის მებრძოლები „დაძაბულობის ზონებში“ უკვე გაემგზავრნენ: „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევინარჩუნოთ რუსეთის ერთიანობა და დავიცვათ მისი სახელმწიფოებრიობა“.

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა 23 ივნისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში „ვაგნერელების“ ბანაკების დაბომბვაში დაადანაშაულა და პირობა დადო, რომ „სამართლიანობის მარშს“ დაიწყებს. მისი თქმით, 25 ათასი „ვაგნერელი“ მიდის იმის გასარკვევად, თუ „რატომ ხდება ქვეყანაში ეს განუკითხაობა“.

„ბოროტება, რომელიც რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას მოაქვს, უნდა შეჩერდეს. ისინი უგულებელყოფენ ჯარისკაცების სიცოცხლეს, დაივიწყეს სიტყვა „სამართლიანობა“ და ჩვენ მას დავაბრუნებთ. ამიტომ დაისჯებიან ისინი, ვინც დღეს გაანადგურეს ჩვენი ბიჭები და ათი ათასობით რუსი ჯარისკაცის სიცოცხლე. ვთხოვთ, წინააღმდეგობა არავინ გაგვიწიოს... ყველას, ვინც წინააღმდეგობას გაგვიწევს, საფრთხედ ჩავთვლით და დაუყოვნებლივ გავანადგურებთ“, - განაცხადა პრიგოჟინმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ვაგნერის“ პოზიციების დაბომბვას სიცრუე და პროვოკაცია უწოდა. ფედერალურმა უსაფრთხოების სამსახურმა პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეიარაღებული გადატრიალების მცდელობის მუხლით აღძრა. ქალაქ მოსკოვში, მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქებში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია გამოცხადებული. მოსკოვის ცენტრში წუხელ სამხედრო ტექნიკაც გამოიყვანეს.

ამ დროისთვის, „ვაგნერი“ უკრაინის საზღვართან მდებარე დონის როსტოვში სამხედრო ობიექტებს აკონტროლებს, მათ შორის აეროდრომსაც. პრიგოჟინი თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან და გენშტაბის ხელმძღვანელ ვალერი გერასიმოვთან შეხვედრას ითხოვს.

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხი „ზურგში დარტყმად“ შეაფასა და პირობა დადო, რომ ყველა, ვინც „ღალატის გზას დაადგა“, „გარდაუვალი სასჯელით“ დაისჯება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).