კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში „ვაგნერელების“ ბანაკების დაბომბვაში დაადანაშაულა და პირობა დადო, რომ „სამართლიანობის მარშს“ დაიწყებს. მისი თქმით, ამ დროისთვის, „ვაგნერი“ დონის როსტოვში არსებულ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ობიექტებს აკონტროლებს, მათ შორის აეროდრომსაც. რუსეთის ფედერალურმა უსაფრთხოების სამსახურმა პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეიარაღებული გადატრიალების მცდელობის მუხლით აღძრა. ქალაქ მოსკოვში, მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქებში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია გამოცხადებული. მოსკოვის ცენტრში წუხელ სამხედრო ტექნიკაც გამოიყვანეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მეთაურთა საჭომ მიიღო გადაწყვეტილება: ბოროტება, რომელიც რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას მოაქვს, უნდა შეჩერდეს. ისინი უგულებელყოფენ ჯარისკაცების სიცოცხლეს, დაივიწყეს სიტყვა „სამართლიანობა“ და ჩვენ მას დავაბრუნებთ. ამიტომ დაისჯებიან ისინი, ვინც დღეს გაანადგურეს ჩვენი ბიჭები და ათიათასობით რუსი ჯარისკაცის სიცოცხლე. ვთხოვთ, წინააღმდეგობა არავინ გაგვიწიოს... ყველას, ვინც წინააღმდეგობას გაგვიწევს, საფრთხედ ჩავთვლით და დაუყოვნებლივ გავანადგურებთ, მათ შორის, ნებისმიერ ბლოკპოსტს, რომელიც გზაზე დაგვხვდება. ყველას ვთხოვ, შეინარჩუნონ სიმშვიდე, არ წამოეგონ პროვოკაციებს, დარჩნენ საკუთარ სახლებში. ჩვენ გავუმკლავდებით მათ, ვინც რუს ჯარისკაცებს ანადგურებს და ფრონტზე დავბრუნდებით“, - განაცხადა პრიგოჟინმა.
მან რუსეთის მოსახლეობას, მოუწოდა, შეუერთდნენ: „ჩვენ 25 ათასი ვართ და მივდივართ იმის გასარკვევად, რატომ ხდება ქვეყანაში ეს განუკითხაობა. ტაქტიკური რეზერვის სახით 25 ათასი გველოდება, სტრატეგიული რეზერვი კი მთელი ჯარი და მთელი ქვეყანაა. ვისაც უნდა, შემოგვიერთდეს. ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს არეულობა“.
დღეს, დონის როსტოვში, სამხრეთის სამხედრო ოლქში, ევგენი პრიგოჟინს რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იუნუს-ბეკ ევკუროვი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ალექსეევი შეხვდნენ. შეხვედრაზე პრიგოჟინმა განაცხადა, რომ გენშტაბის ხელმძღვანელის, ვალერი გერასიმოვის და თავდაცის მინისტრის, სერგეი შოიგუს „მიღება“ სურს. „სანამ ისინი არ მოვლენ, აქ ვიქნებით, დავბლოკავთ ქალაქ როსტოვს და წავალთ მოსკოვისკენ“, - თქვა პრიგოჟინმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერელების“ პოზიციების დაბომბვას უარყოფს და აცხადებს, რომ ევგენი პრიგოჟინის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, სინამდვილეს არ შეესაბამება და პროვოკაციაა. სამინისტრო „ვაგნერელებს“ მოუწოდებს, „წინდახედულება გამოიჩინონ“. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისინი მოტყუებით ჩაითრიეს „პრიგოჟინის კრიმინალურ ავანტიურასა და შეიარაღებულ აჯანყებაში“.
პრიგოჟინის მოქმედებებზე კომენტარი ჯერ არც შოიგუს და არც გერასიმოვს არ გაუკეთებიათ.
ამ თემაზე:
ვინც სამხედრო აჯანყება მოაწყო, უღალატა რუსეთს და ამისთვის პასუხს აგებს - პუტინი
პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მისი მებრძოლები უკან ბრუნდებიან, რათა სისხლისღვრა არ იყოს
„ბელარუსში წავა“ - რა ბედი ეწევათ პრიგოჟინს და მის მებრძოლებს ამბოხის შემდეგ