„შავი ორშაბათი საქართველოში: პოლიცია და სპეცნაზი იცავენ კარებს, რომლის მიღმაც „ქართული ოცნების მონები“ კლავენ ჩვენს კონსტიტუციას და დასცინიან ჩვენს პარლამენტს“, - პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პლატფორმა X-ზე პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გადაღებული ვიდეო გააზიარა და საკანონმდებლო ორგანოში „ქართული ოცნების“ შეკრებას გამოეხმაურა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 2 შსს ოზურგეთში მომხდარზე: სუს-ის თანამშრომელმა იარაღი ამოიღო, მაგრამ არ გამოუყენებია
- 3 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 4 საპროცესო შეთანხმების შემდეგ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს 5 წლით პატიმრობა შეეფარდა
- 5 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 6 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პარლამენტში დღეს გამართული სხდომა არაკონსტიტუციურია სამი არგუმენტით. „1. მასობრივმა საარჩევნო გაყალბებამ შეარყია მისი ლეგიტიმაცია. 2. უარი ვთქვი პირველი სხდომის მოწვევაზე და კონსტიტუცია არავის ცნობს შემცვლელად. 3. ჩემი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესშია“, - აცხადებს ზურაბიშვილი.
დღეს, 25 ნოემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომა ჩაატარა, სადაც150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო, აირჩია თავმჯდომარე და მისი მოადგილეები, ასევე კომიტეტების თავმჯდომარეები. სხდომას მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრები ესწრებოდნენ.
კონსტიტუციის მიხედვით, ახლად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი ნიშნავს, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა ეს არ გააკეთა. მან საპარლამენტო არჩევნების შედეგები და შესაბამისად, 150-ვე წევრის არჩევის კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
კონსტიტუციონალისტები განმარტავენ, რომ პარლამენტს უფლება არა ჰქონდა, ეცნო იმ პირთა უფლებამოსილება, რომელთა არჩევის კანონიერებაც საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული. ეს და პარლამენტის სხვა გადაწყვეტილებები უკანონოდ მიიჩნევა.
„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის პირველი სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე ჩაატარა. აქციაზე მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებმაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დეპუტატის მანდატი მოიპოვეს, იმეორებენ, რომ პარლამენტში არ შევლენ. „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ის გადაწყვეტილებები, რომლებიც დღეს „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის სახელით მიიღო, დარჩება პარტიულ გადაწყვეტილებებად, „რომლებსაც არ აღიარებს არავინ, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ“.
