არალეგიტიმურ პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატები - ილია ინჯია, ვარლამ ლიპარტელიანი და ნიკა ელისაშვილი უმრავლესობას ტოვებენ და კიდევ ერთ ფსევდოოპოზოციურ პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 5 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
ილია ინჯიამ, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრის, ფრიდონ ინჯიას შვილმა, დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ოპოზიციური“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტების“ ბაზაზე ჩამოყალიბდება. აღნიშნული ჯგუფი მამამისის დაფუძნებულია.
„ჩვენს მისიას ვხედავთ ჯანსაღი ოპოზიციის მისიის შესრულებაში, რომელიც ეფექტურ ზედამხედველობას განახორციელებს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის საქმიანობაზე და წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივებს, შევა არგუმენტირებულ კამათში უმრავლესობის წარმომადგენლებთან, საქართველოს უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად. ჯანსაღი ოპოზიციის გარეშე ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა ვერასდროს ჩამოყალიბდება“, - განაცხადა ილია ინჯიამ.
როგორც ინჯიამ აღნიშნა, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ არ დაუშვან „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში და ქვეყნის ბნელ წარსულში დაბრუნება“.
არალეგიტიმურ პარლამენტში უკვე არსებობს ერთი ფსევდოოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფი - „ხალხის ძალა“. აღნიშნული ჯგუფის შესაქმნელად „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის რეგლამენტი შეცვალა და ჩაწერა, რომ ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ არანაკლებ 7 პარლამენტის წევრს შეუძლია შექმნას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი.
„ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დააყენა საკითხი, რეგლამენტი კიდევ ერთხელ შეიცვალოს და პოლიტიკურ ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა 7-ის ნაცვლად 3 დეპუტატს მიეცეს. წინადადებას „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დაეთანხმა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე და მისი მოადგილე პარლამენტის თანამდებობის პირები არიან და სარგებლობენ იმავე უფლებებით, რომლებიც ფრაქციის თავმჯდომარეს (გარდა კონსტიტუციით ფრაქციის თავმჯდომარისთვის განსაზღვრული უფლებებისა) და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს აქვთ.
