„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარადგინა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად პარტიის საპატიო თავმჯდომარის,  ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებული ირაკლი კობახიძე წარადგინა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

პარტიის დღევანდელ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის დროს, კობახიძემ ივანიშვილს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი თითოეული ჩვენგანისთვის არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ემსახურო საკუთარ ქვეყანას. გასულ წლებში გუნდის თითოეულმა წევრმა ჩადო თავისი წილი ძალისხმევა ჩვენი ქვეყნის წინსვლაში, თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას - ის, რომ დღეს საქართველოს აქვს დემოკრატია, მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა და ქვეყანამ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, პირველ რიგში, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. განსკუთრებული მადლობა პარტიის დამფუძნებელს ამისთვის. გამოცხადებული ნდობისთვის, ასევე, მადლობას გადავუხდი ირაკლი ღარიბაშვილს. მას მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სამწლიანი უაღრესად წარმატებული მოღვაწეობისთვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, რამაც ჩვენს ქვეყანას უპრეცედენტო წარმატება მოუტანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტის ფორმირებას, კობახიძის თქმით, მან თანამდებობაზე დარჩენა მთავრობის თითოეულ წევრს შესთავაზა და უარი მხოლოდ თავდაცვის მინისტრისგან მიიღო. 

„ერთადერთი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის პოზიცია იყო, რომ მას სურდა პოლიტიკიდან სხვა სფეროში გადანაცვლება. მე პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას. შესაბამისად, ერთადერთი ცვლილება განხორციელდება საქართველოს მთავრობაში - თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი იქნება ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა. ეს არის ის შემადგენლობა, რომელიც ოფიციალურად წარედგინება პარლამენტს.

რაც შეეხება სამთავრობო გეგმებს, შესაბამისი პროგრამა პარლამენტს ხვალ წარედგინება. საუბარია 10-თვიან პროგრამაზე, რადგან მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნებს მოვიგებთ, წარვადგენთ განახლებულ, 4-წლიან პროგრამას. პირველი რიგის ამოცანა იქნება იმ გეგმების ბოლომდე მიყვანა, რაც დაწყებულია არსებული სამთავრობო პროგრამის ფარგლებში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილს შეცვლის. ღარიბაშვილი 29 იანვარს გადადგა. ის დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ აირჩიეს.

ირაკლი კობახიძე 2021 წლიდან „ქართულ ოცნებას“ თავმჯდომარეობდა. მანამდე, 2016 წლიდან  კობახიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იყო. მან ეს პოსტი 2019 წლის 21 ივნისს დატოვა, მას შემდეგ, რაც რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას თბილისში მრავალათასიანი აქცია მოჰყვა. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა ირაკლი კობახიძის გადადგომა იყო.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.