გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი აცხადებს, რომ ევროკავშირში ბევრი ქვეყნის მთავრობა უკვე განიხილავს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 ონლაინმედიის ჟურნალისტებს პარლამენტში გაურკვეველი ვადით არ შეუშვებენ
„გაიხსენეთ, როცა თქვენთან ბოლო ინტერვიუ გვქონდა, მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი უვიზო რეჟიმის შეჩერების, მაგრამ პოზიცია შევიცვალე და ეს მიჭირს. ვიცი, რომ ამისთვის ჩემმა მეგობრებმაც ძალიან მაღალი ფასი უნდა გადაიხადონ, მაგრამ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რაც გვაქვს ჩვენი მხრიდან, რათა თბილისს მივაწოდოთ მკაფიო გზავნილი - შეწყვიტოს ეს ანტიდემოკრატიული პოლიტიკა“, - განაცხადა როთმა „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მთავრობამ ფასი უნდა გადაიხადოს. ამასთან, მიხაელ როთი გამოთქვამს იმედს, რომ ასეთი ვითარების თავიდან აცილება შესაძლებელია
„თქვენ არ შეგიძლიათ იცხოვროთ ორ სამყაროში. ეს არის სერბული გზა. სერბეთის ლიდერი, ბატონი ვუჩიჩი ეუბნება თავის ხალხს, ჩვენ შეგვიძლია ორივე გვქონდეს. ჩვენ ძალიან მჭიდრო ისტორიული ეკონომიკური კავშირები გვაქვს რუსეთთან, მაგრამ მეორე მხრივ ფულს ბრიუსელიდან და გერმანული ინვესტიციებიდან ვიღებთ. არავითარ შემთხვევაში. თუ მმართველი პარტია მკითხავს, ვეტყვი, მეგობრებო, სერბული მოდელი არ არის წამახალისებელი,“ - განაცხადა როთმა.
გერმანელი პარლამენტარმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრების საკითხზეც ისაუბრა და თქვა, რომ მთავრობის ანტიდემოკრატიული პოლიტიკა ევროკავშირის წევრობასთან შეუთავსებელია.
„გაწევრების მოლაპარაკებების დაწყების შანსი არ არის. ისევ და ისევ, ეს ანტიდემოკრატიული პოლიტიკა შეუთავსებელია წევრობასთან. ამიტომ ჩვენ აქ ვართ, რომ ვუთხრათ ხალხს, თუ გსურთ ევროკავშირში გაწევრება, შეცვალეთ ქვეყანა, დააბრუნეთ ეს ქვეყანა გზაზე. ამის გარეშე ჩვენ მოვუწოდებთ [ევროკავშირს] ინდივიდუალური სანქციებისკენ, მოვუწოდებთ შეჩერდეს უვიზო რეჟიმი, შეწყდეს გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები და
თუ ფიქრობთ, რომ ეს გიჟი მიხაელ როთი შორს არის ევროპული რეალობისგან, ვპირდებით მმართველ პარტიას, ეს მთავრობა ვერასოდეს დაარწმუნებს ჩვენს წევრ ქვეყნებს, რომ დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები. ეს არ იმუშავებს“, - აღნიშნა როთმა.
11 ნოემბერს თბილისში ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტართა დელეგაცია იმყოფებოდა. დღის განმავლობაში ისინი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რის შემდეგაც რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციას შეუერთდნენ და დემონსტრანტებს მიმართეს. ევროპელ დეპუტატებს პარლამენტში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრაც სურდათ, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისგან უარი მიიღეს.