„ხალხის ძალა“ 2008 წლის ომზე: სერიოზული კითხვის ნიშნები გვაქვს აშშ-ის როლთან დაკავშირებით

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ფოტოზე: დიმიტრი ხუნდაძე, ვიქტორ ჯაფარიძე და მიხეილ ყაველაშვილი - „ხალხის ძალის“ (საპარლამენტო უმრავლესობა) დეპუტატები

„ქართული ოცნების“ განშტოება „ხალხის ძალა“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს თავს ესხმის იმ განცხადების გამო, რომელიც დიპლომატმა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში ჩინური სახელმწიფო კომპანიის ჩართვის შესახებ გააკეთა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„თუ აქამდე ახალი ელჩი მეტნაკლებად ცდილობდა, პოლიტიკური ლავირება მოეხდინა და არ შეხებოდა ისეთ თემებს, რაც პირდაპირ ურტყამს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, ამჯერად ეს წითელი ხაზი მანაც გადაკვეთა“, - აცხადებს „ხალხის ძალა“ და საქართველოს მიმართ აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის პოლიტიკას აფასებს როგორც „არაადეკვატურს, ჩაგვრასა და შეურაცხყოფაზე დაფუძნებულს“.

„ხალხის ძალა“ ამერიკის ელჩის ინტერვიუს იმ ნაწილსაც გამოეხმაურა, სადაც აშშ-ის დახმარების შესახებ არის საუბარი. როგორც მმართველი პარტიის მოკავშირეები აცხადებენ, „ილუზია და ქართველი ხალხის დაცინვაა“ 6 მილიარდიან დახმარებაზე „მუდმივი აპელირება“.

„ჯერ ერთი, საქართველოში შემოსული ამერიკული დახმარება, რაც ჩვენ დავითვალეთ, არის არა 6, არამედ, დაახლოებით 4 მილიარდი დოლარი 30 წლის განმავლობაში და მეორე - ამ თანხის დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, დაიხარჯა საქართველოში თქვენს მიერ დაფინანსებული ენჯეოების ხელით თქვენივე საყვარელი პარტიის, „ნაცმოძრაობის“ ჯერ ხელისუფლებაში მოყვანისათვის, შემდეგ მისივე უწყვეტი მხარდაჭერისათვის“, - ნათქვამია  „ხალხის ძალის“ ანტიდასავლურ განცხადებაში, სადაც ასევე ვკითხულობთ:

„ცალკე საუბრის და გამოძიების თემაა 2008 წლის აგვისტოს ომის პერიპეტიები, როცა, ჩვენი სამშობლოს 20 პროცენტის ოკუპაციის შემდეგ, ქვეყანაში მართლაც დაიხარჯა სოლიდური ამერიკული „ფინანსური დახმარება“, მაგრამ სანამ ამ დახმარების საჭიროება დადგებოდა ქვეყანაში, თქვენმა საყვარელმა პარტიამ ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველო სწორედ ამ უმძიმესი მოცემულობის წინაშე დამდგარიყო. ...

სერიოზული კითხვის ნიშნები გვაქვს ამ პროცესებში თქვენს როლთან და ფუნქციასთან დაკავშირებით, რადგან დღეს უკვე პატარა ბავშვმაც კი იცის საქართველოში, რომ სააკაშვილი და მისი აგენტურული ბანდა სწორედ რომ ოკუპაციის გამოსაწვევად ასრულებდა უმძიმეს დავალებებს საქართველოს წინააღმდეგ. სწორედ აგვისტოს ამ მოვლენების შემდეგ დაერქვა რუსეთს „ოკუპანტი“, ხოლო აშშ-ს - სტრატეგიული პარტნიორი, რაც უკვე შემდგომ წლებში - ვიდრე დღემდე, მეტნაკლები წარმატებით გამოიყენება პროპაგანდის საწარმოებლად და საზოგადოებრივი აზრის ტერორისთვის.

აგვისტოს ომის შემდეგ გაწეულ დახმარებაზე კი, რაც აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარებაში სერიოზულ წილს შეადგენს, მარტივად გეტყვით - თქვენ უბრალოდ სხვა გამოსავალი არ გქონდათ“.

წლის დასაწყისში „ხალხის ძალამ“ განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს ომი „ძირ-ფესვიან გამოძიებას საჭიროებს“ და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ არჩევნების შემდეგ „სააკაშვილის რეჟიმის მიერ 2008 წელს ჩადენილი დანაშაული“ სრულფასოვნად გამოიძიონ, დამნაშავეები კი „კანონის მთელი სიმკაცრით“ დასაჯონ. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ დასჯის პირობა დადო 29 აპრილს, მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემაც. ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ 2008 წელს საქართველო რუსეთთან დააპირისპირა „გლობალურმა ომის პარტიამ“, რომელიც „ნატოზეც და ევროკავშირზეც გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს და რომლისთვისაც საქართველოსაც და უკრაინასაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს“.

 

ამ თემაზე:

2008 წლის ომის საქმეზე ჰააგის სასამართლომ საქართველოს მხრიდან რაიმე დარღვევა გამორიცხა

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).