საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში (URC 2024) მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 11-12 ივნისს გერმანიაში გაიმართება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კობახიძე ბერლინში საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან და მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ლევან ჟორჟოლიანთან ერთად გაემგზავრა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
11 ივნისს, უკრაინის აღდგენის კონფერენციას გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც დაესწრებიან. დღის წესრიგის მიხედვით, დაგეგმილია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას გამოსვლა.
კონფერენციას გერმანია და უკრაინა მასპინძლობენ. წლევანდელი ღონისძიების მთავარი მიზანია უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება. URC2024 ფოკუსირებული იქნება ოთხ თემატურ მიმართულებაზე: კერძო სექტორის მობილიზება აღდგენისა და ეკონომიკური ზრდისთვის; სოციალური აღდგენა და ადამიანური კაპიტალი უკრაინის მომავლისთვის; მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების აღდგენა; ევროკავშირში გაწევრიანება და მასთან დაკავშირებული რეფორმები.
უკრაინის აღდგენის კონფერენცია მესამედ იმართება. 2022 და 2023 წლებში ღონისძიებას შვეიცარია და დიდი ბრიტანეთი მასპინძლობდნენ.
30 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ უკრაინა „ჩამოქცეულია“ და 2013 წლის მაიდნის შედეგია ის, რომ ქვეყნის ტერიტორიის 20% უკუპირებულია, ათიათასობით ადამიანი კი დაღუპული, უკრაინის ხელისუფლება გამოეხმაურა.საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ირაკლი კობახიძის „არამეგობრული განცხადებები“ და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „დამახინჯებულ შეფასებები“. „სამწუხაროა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური განცხადებების თანმიმდევრული და პერმანენტული დეგრადაციის დანახვა, რომელთა გარჩევა რუსეთის ხელმძღვანელობის განცხადებებისგან ბოლო პერიოდში რთული გახდა“, - ნათქვამი იყო სამინისტროს განცხადებაში.
