საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ამერიკელი სენატორის, ჯიმ რიშის გუშინდელი განცხადების საპასუხოდ თქვა, რომ არჩევნების შემდეგ პოლიტიკიდან „ვიგინდარების გაყრა“ მმართველი პარტიის საარჩევნო დაპირებაა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 6 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
„რიშმა თქვა, რომ ამ არჩევნების შემდეგ ვიგინდარები გაიყრებიან ქართული სივრციდან და პოლიტიკიდან. მემგონი, ეს მართალია. ჩვენი დაპირებაც ეს არის. ამ არჩევნების შემდეგ უნდა აიკრძალოს ყველა - მისი ტერმინი რომ ვთქვათ - ვიგინდარა ქართულ პოლიტიკაში“, - განაცხადა კობახიძემ.
მან სენატორს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გულმხურვალე მხარდამჭერი უწოდა და თქვა, რომ ის ვერ იქნება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მიუკერძოებელი დამკვირვებელი.
„შენ თუ გინდა, რომ იყო მიუკერძოებელი დამკვირვებელი, მაშინ მიკერძოება საერთოდ არ უნდა აჩვენო. რიში გვიმტკიცებს, რომ არის არჩევნების მიუკერძოებელი დამკვირვებელი აშშ-ის სენატიდან და თან ერთ-ერთ პოლიტიკურ სუბიექტს და კონკრეტულად, მმართველ ძალას უწოდებს „ვიგინდარას“. რა ფასი აქვს ამის შემდეგ მის რომელიმე განცხადებას?! არავითარი ფასი არ აქვს. როდესაც კრიტიკა არის აბსოლუტურად უსამართლო, როცა არის სრული უსამართლობა, არაფერს აქვს მნიშვნელობა“, - აღნიშნა პრემიერმა.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის უფროსმა წევრმა რესპუბლიკური პარტიიდან, ჯიმ რიშმა 12 სექტემბერს, კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ოქტომბერში ექნებათ შესაძლებლობა, „გაყარონ არამზადები და კონტროლი მოიპოვონ საკუთარი მომავალზე“. სენატორის თქმით, არჩევნებს ყურადღებით დააკვირდებიან.
