„ჩვენ თვალს მივადევნებთ არჩევნებს მომავალ თვეში... თუ ის, რასაც თქვენ ამბობთ ხალხზე და იმაზე, თუ რა სურთ მათ, მართალია, ოქტომბერში ექნებათ შესაძლებლობა, გაყარონ არამზადები და კონტროლი მოიპოვონ საკუთარი მომავალზე. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, ვილოცებთ თქვენთვის და ვიმედოვნებთ, რომ ეს იმუშავებს“, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ჯიმ რიშმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 3 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
- 4 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 5 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 6 აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ღამე გაათენეს
მანამდე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ წლების განმავლობაში მიმდინარე „მძიმე დეზინფორმაციის კამპანიის“ მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ მხარს უჭერს ევროკავშირსა და ნატოში ქვეყნის ინტეგრაციას.
კომიტეტის მოსმენაზე სენატორი რიში დაინტერესდა, რატომ ხდება, რომ საქართველოში არის მნიშვნელოვანი რაოდენობა იმ ადამიანებისა, რომლებსაც „როგორც ჩანს, სურთ დაუბრუნდეს კომუნისტური და სოციალისტური ცხოვრების წესს, რომელიც რუსეთში იყო?“
„ჩვენ ვხედავთ ამ უკუსვლას, რაც ნამდვილად არ გვესმის. ვგულისხმობ იმას, რომ თქვენ ხართ 4 მილიონზე ნაკლები მოსახლეობის მქონე ქვეყანა და, როგორც ჩანს, არის მნიშვნელოვანი მოძრაობა რუსული მმართველობის ფორმისა და რუსული რეპრესიების მიმართულებით. ჩვენ უბრალოდ არ გვესმის ეს. თქვენ გათავისუფლდით რუსეთისგან და რატომ იხევს ქვეყანა უკან იმავე გზით. ჩვენ ვუყურებთ საქართველოს და ვადარებთ ბალტიისპირეთის სამ ქვეყანას, მოგეხსენებათ, ისინიც პატარა ქვეყნებია - ორი მათგანი 1.5 მილიონია და ერთი 2.5 მილიონი. ჩვენი დახმარება მათ უნდათ, არ სურთ, რაიმე შეხება ჰქონდეთ რუსეთთან, რაიმე ფორმით. აქვეა საქართველო, სადაც რუსეთი შეიჭრა და მისი ორი ტერიტორია დაიკავა, დაჰპირდა წასვლას და ისევ არ წასულა, ისევ ოკუპირებული აქვს ეს ტერიტორიები“, - აღნიშნა სენატორმა.
12 სექტემბერს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გაიმართა მოსმენა სახელწოდებით „არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონები და დემოკრატიული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტები“. მოსმენაზე საქართველოში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსულ კანონზეც ისაუბრეს.
