საქართველოს არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, წაკითხულის გააზრების პრობლემა აქვს სხვადასხვა სამინისტროსა და განათლების სისტემაში დასაქმებულ ათასობით ადამიანს, რომელიც ბოლო დღეებში ევროინტეგრაციის შეჩერებაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას გაემიჯნა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
„კიდევ ერთი პრობლემა, რასაც ხაზი უნდა გაესვას, განათლებასთან არის დაკავშირებული. აშკარად გამოიკვეთა ის, რაც იკითხებოდა თავის დროზე PISA-ს ტესტებიდან - საქართველოში არის წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემა.
როდესაც რიგითი ადამიანი ვერ იაზრებს წაკითხულს ან მოსმენილს, ეს შეიძლება კიდევ იყოს ნაკლები პრობლემა, მაგრამ, როდესაც წაკითხულის გააზრება უჭირთ, მაგალითად, კონკრეტულ საჯარო მოსამსახურეებს ან პედაგოგებს სკოლებში ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ეს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი პრობლემაა.
მინდა, შევთავაზო ყველას, ვისაც გაუჭირდა წაკითხულის ან მოსმენილის გააზრება, ყველასთან ჩვენ მზად ვართ დისკუსიისთვის. ... დღეს პროტესტს გამოხატავს ადამიანების ის ნაწილიც, რომლებიც არიან გულწრფელები. მე არ ვსაუბრობ ძალადობრივ დაჯგუფებებზე. არიან გულწრფელი ადამიანები და სწორედ მათთვისაა ჩვენი შეთავაზება“, - თქვა კობახიძემ.
28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს და უარს იტყვის ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, კობახიძის თქმით, საქართველო განაგრძობს სვლას ევროკავშირისკენ.
გადაწყვეტილებას თბილისსა და რეგიონში საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამ ფონზე თანამდებობები დატოვეს აშშ-ში, ბულგარეთში, ნიდერლანდებსა და ლიეტუვაში საქართველოს ელჩებმა, ასევე, იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა. გადადგა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალიაც.
