„ხშირად გვახსენებენ, კონსტიტუციაში გიწერიათ ევროინტეგრაცია და ევროპული მომავალიო. რა თქმა უნდა, ეს გვიწერია და სწორედ ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით გაკეთდა ეს ჩანაწერი, მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირველ რიგში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გვიწერია. ეს არის მნიშვნელოვანი და მერე უკვე სხვა დანარჩენი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 2 ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს წულუკიანის კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო
- 3 ბათუმის და ქობულეთის მერები ფეისბუკპოსტებით გადადგნენ
- 4 გლდანის ციხიდან კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი პატიმარი გარდაიცვალა
- 5 ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
- 6 2024 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ჩინური კომპანია დარეგისტრირდა
კალაძემ მოქალაქეებისა და ოპოზიციის კრიტიკას, რაც დამოუკიდებლობის დღის გაფორმებიდან ევროკავშირის დროშის ამოღებას მოჰყვა, „მორიგი სპეკულაცია და ჩვეულებრივი სიბინძურე“ უწოდა.
„26 მაისი არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ცხადია, უნდა იყოს ქართული დროშა. ასევე, ყოველ დამოუკიდებლობის დღეს გვქონდა შესაბამისი სლოგანი და შესაბამისი შინაარსის კამპანია მიმდინარეობდა. მაგალითად, ერთ-ერთი იყო კამპანია, როცა მთავარი თემა იყო შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“. მაშინ პარლამენტის შენობაზე საქართველოს დროშა საერთოდ არ იყო გამოფენილი და ამ პოემიდან ამონარიდები იყო წარმოდგენილი. გასულ წელს კამპანიის მთავარი ხაზი იყო ევროპა, დეკორაციებიც შესაბამისი იყო, მათ შორის, ევროკავშირის დროშები. სპეკულაციები საჭირო არ არის. არ ვიცი ეს სიბინძურე რას ემსახურება. შეიძლება ვინმეს მცდელობა ჰქონდა, რომ საზოგადოებისთვის დაეჯერებინა ან ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გამოეყენებინა. ხალხი ყველაფერს ხვდება“, - აღნიშნა კალაძემ.
თბილისის მერმა დაამატა, რომ „ქართული ოცნება“ კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს ევროინტეგრაციისკენ და ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 12 რეკომენდაციას ასრულებს, „ოპოზიცია კი ხელის შეშლის მეტს არაფერს აკეთებს“.
მთავრობამ წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობის ფასადი ევროკავშირის დროშით აღარ გააფორმა. ევროკავშირის სიმბოლიკა არც მუნიციპალიტეტების სადღესასწაულო დეკორაციებში შეიმჩნევა. როგორც მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, წელს შარშანდელისგან განსხვავებული თემატიკაა და ამიტომ, „ეროვნული სიმბოლიკა“ შეირჩა.
ევროკავშირის დროშების ჩამოხსნას პრორუსული პარტია, „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო“ მიესალმა, ოპოზიციურმა პარტიების დიდმა ნაწილმა კი მთავრობის გადაწყვეტილება უარყოფითად შეაფასა. ისინი მიიჩნევენ, რომ წელს, როცა საქართველო ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსის მისაღებად პასუხს ელოდება, გამოფენილი სიმბოლიკიდან ევროკავშირის დროშის ამოღება ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების გაცხადებულ ნებას და კონსტიტუციას. პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს წერილითაც მიმართეს და საკანონმდებლო ორგანოს შენობის ფასადზე, საქართველოს დროშის გვერდით, ევროკავშირის დროშის დაბრუნება მოითხოვეს.
