მთავრობამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პარლამენტის შენობის ფასადი ევროკავშირის დროშით აღარ გააფორმა. ევროკავშირის სიმბოლიკა არც მუნიციპალიტეტების სადღესასწაულო დეკორაციებში შეიმჩნევა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“ - პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა
- 2 მოვუწოდებთ საერთაშორისო მისიებს, 26 ორგანიზაციის ინფორმაცია არ გაითვალისწინონ - მიქანაძე
- 3 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს
- 4 „ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!“ - კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ახსენა გაეროში რუსეთი
- 5 სასამართლომ გორში დაკავებული ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი სამართალდამრღვევად ცნო
- 6 სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ წელს შარშანდელისგან განსხვავებული თემატიკაა და ამიტომ, 26 მაისის გასაფორმებლად „ეროვნული სიმბოლიკა“ შეირჩა.
„წელს 26 მაისის გზავნილია „თავისუფლების სიყვარულით“. დედაქალაქისა და მთელი საქართველოს გარე-გაფორმება მოხდა ეროვნული სიმბოლიკით. შარშანდელი თემა იყო „ევროპისკენ“.
მაგალითისთვის, 2018 წელს საქართველომ დამოუკიდებლობის 100 წელი იზეიმა, 2017 წელი მთლიანად რუსთაველის 850 წლის იუბილეს მიეძღვნა თემით „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“ და შესაბამისად, ამ თემების ფარგლებში მოხდა ქალაქის გაფორმებაც“, - განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციაში.
პრორუსული პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია მთავრობის გადაწყვეტილებას მიესალმება: „რეალური დამოუკიდებლობა ჯერ ისევ შორსაა, მაგრამ წელს უკრაინის და ევროკავშირის დროშები მაინც ჩამოხსნეს და ესეც დასაფასებელია“, - აღნიშნავს მორგოშია, რომლის თანამოაზრეებმა 2021 და 2023 წლებში, ორჯერ, პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.
26 მაისის გაფორმებიდან ევროკავშირის დროშის ამოღება მოქალაქეების ნაწილმა გააპროტესტა. ლიტერატურის მიზეუმის დირექტორი, ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე მიიჩნევს, რომ საქართველო ევროპას შორდება.
„ალბათ, მალე ჩამოხსნიან ევროპის დროშას, რომელიც დღემდე ფრიალებს პარლამენტის წინ. ყველასთვის ცხადია, როგორ ვშორდებით ევროპას. ამიტომ გადმოფინეთ საქართველოს და ევროპის დროშები ფანჯრებიდან და აივნებიდან. აჩვენეთ საქარველოს მტრებს, რომ წილი ნაყარია. აჩვენეთ რუსეთუმეებს, რომ საქართველო არ გადაუხვევს არჩეული გზიდან. აქციეთ 26 მაისის დღესასწაული საერთო სახალხოდ - მიიღეთ ასეთი სახით მონაწილეობა საქართველოთვის ამ უმნიშვნელოვანესი დღის აღნიშვნაში“, - დაწერა სოციალურ ქსელში ბაქრაძემ.
26 მაისს, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მსვლელობა დააანონსა ოპოზიციურმა პარტია „ლელომ“. მისი ლიდერი მამუკა ხაზარაძე მოქალაქეებს, პარტიულობის და განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, მოუწოდებს, 15:00 საათზე თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში შეიკრიბონ.
„მოვაწყოთ მსვლელობა, ვანახოთ მსოფლიოს ქართველი ხალხის არჩევანი. ვაჩვენოთ, სადაა ჩვენი გრძელვადიანი უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჩვენი ქვეყნის ეროვნული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების გარანტია. ესაა ჩვენი ქვეყნის საუკუნოვანი არჩევანი, ესაა ჩვენი მოქალაქეების 80%-ზე მეტის არჩევანი. საქართველოს არ დავუთმობთ რუსულ იმპერიას! საქართველო არ გახდება რუსეთის გუბერნია! ვუთხრათ არა რუსულ მთავრობას! ერთად დავდგეთ, ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების მომავლისთვის! გელოდებით ყველას უნივერსიტეტის ბაღში, ვისაც ევროპა ქვეყნის მომავალი ჰგონია“, - თქვა ხაზარაძემ.
საქართველომ 2022 წელს, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი შეიტანა. ივნისში ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს შემთხვევაში კი მისი ევროპული პერსპექტივა აღიარა. ევროკავშირი მზადაა, საქართველოსაც მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მას შემდეგ, რაც ის 12 რეკომენდაციას/პრიორიტეტს შეასრულებს. ამ საკითხზე გადაწყვეტილება 2023 წლის ბოლოს იქნება მიღებული.