სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები - ქონების მართვის განყოფილების უფროსი თემურ მებონია და ამავე განყოფილების სპეციალისტი, ბ. ძ. დააკავეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში მდებარე 1550 კვ/მ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გამოტანის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 20 000 ლარი.
ანტიკორუფციული სააგენტო საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით იძიებს. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წალენჯიხა საქართველოში 64 მუნიციპალიტეტს შორის ერთადერთია, რომელსაც ოპოზიციონერი მერი ჰყავს. წალენჯიხის მერს გიორგი ხარჩილავას თანამშრომლების დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. მერის პირველმა მოადგილემ, ივანე ბურდულმა „საქართველოს ამბებს“ უთხრა, რომ საქმის დეტალები მან არ იცის. მისივე თქმით, თემურ მებონია დაახლოებით 40 წელია რაც მერიაში მუშაობს.
