საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა თინათინ რუხაძემ დაიკავა, რომელიც ამ დრომდე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეროვნული სასახლის დირექტორი იყო. რუხაძის პირველი მოადგილე შალვა გოგოლაძე იქნება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
ახალი მინისტრი და მისი პირველი მოადგილე დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა. როგორც პრემიერმა თქვა, საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე მთავრობა დააინიცირებს საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაიყოფა.
„ჩვენ ძალიან დიდი წარმატებები გვაქვს სპორტის სფეროში. ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სპორტის განვითარებას და სპორტის სამინისტროს ცალკე შექმნაც იქნება ყურადღების კიდევ ერთი გამოხატულება. სპორტი დარჩება განსაკუთრებულ პრიორიტეტად და სწორედ ამის გამოხატულება იქნება დამოუკიდებელი სპორტის სამინისტროს არსებობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, სპორტის სამინისტროს გამოყოფის შემდეგ, შალვა გოგოლაძე სპორტის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.
კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც „ქართულმა ოცნების“ საარჩევნო სიის წევრად დასახელების შემდეგ თეა წულუკიანი გადადგა. საარჩევნო კოდექსის თანახმად, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შემდეგ, მინისტრები დაკავებული თანამდებობიდან თავისუფლდებიან.
