საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, სასწრაფოდ მოახდინოს რეაგირება ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფსა და მოქალაქეებზე 7 დეკემბერს მომხდარ თავდასხმებზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
„მეც, ალბათ როგორც ყველა მოქალაქე, ვინც ეს კადრები ნახა, შოკირებული ვარ იმით, რაც ვიხილეთ. წარმოუდგენელია, რომ თბილისის ქუჩებში ასე, შავებში ჩაცმული ადამიანები დათარეშობენ და თავს ესხმიან ადამიანებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, სასწრაფოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელობას, რომ აღკვეთონ ეს, რასაც ახლა ვუყურებთ ქუჩებში და ყველა პირი, ვინც დანაშაული ჩაიდინა, მისცენ პასუხისგებაში.
ქვეყანა ასე მივა სამოქალაქო ომამდე, თუ ეს სადღაც არ შეჩერდა. ამაზე უფრო მეტი რა უნდა ვნახოთ, როდესაც არაფორმალურად ჩაცმული ადამიანები თავს ესხმიან ჟურნალისტებს, თავს ესხმიან მოქალაქეებს და ამაზე შესაბამის რეაგირებას ვერ ვხედავთ.
ადამიანების ჯანმრთელობაზეც და უსაფრთხოებაზეც პასუხისმგებელია, რა თქმა უნდა, სახელმწიფო. იქ რაც ხდებოდა, ამაზე პასუხისმგებელი არიან ის საპოლიციო დანაყოფები, ვინც იქ იმყოფებოდნენ. ამაზე კითხვის ნიშნის დასმაც ზედმეტია და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, სასწრაფოდ აღკვეთონ ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ და რა კადრებიც ვრცელდება. ეს გაუგონარია.
ქუჩაში თუ დაუპირისპირდნენ ადამიანები ერთმანეთს, მაშინ მორევამდე მივა საქმე და ამის მეტი კი აღარაფერია სამოქალაქო დაპირისპირება, სამოქალაქო ომი, რაც ერთხელ უკვე გამოვლილი აქვს ამ ქვეყანას. ასე რომ, ჩემი აზრით, ძალიან საშიშ ზღვარზე ვართ და ამ არაფრომალური ჯგუფების, თუ ვინც არიან, შავებში ჩაცმული ადამიანების თარეში უნდა აღიკვეთოს, აუცილებლად უნდა დადგეს ყველას პასუხისმგებლობის საკითხი“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
7 დეკემბერს, ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფს თბილისში, ბესიკის ქუჩაზე, პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ. ნიღბიანი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორ გიორგი შეწირულს. ორივე მათგანი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.
თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც „ტვ პირველის“ გადამღები ჯგუფი ნიღბიანების მიერ მოქალაქეების ცემას პირდაპირ ეთერში აშუქებდა.
სავარაუდოდ, მოგვიანებით, იგივე ჯგუფი შევარდა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისში, სადაც კობა ხაბაზი და კიდევ სულ მცირე ორი ადამიანი ცემეს.
