ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბაიბა ბრაზეს გადაწყვეტილებით, საქართველოს დამატებით 13 მოქალაქე ლატვიის რესპუბლიკაში პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა. მათ ქვეყენაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აეკრძალათ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 5 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
ბაიბა ბრაზემ საქართველოს 13 მოქალაქე არასასურველი პირების სიაში 2 დეკემბერსაც შეიყვანა.
„გადაწყვეტილება ბალტიისპირეთის ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობით იქნა მიღებული“, - განაცხადეს ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროში. სანქცირებული 26 პირის სია არ გამოქვეყნებულა.
მანამდე, ესტონეთმა საქართველოს 25, ხოლო ლიეტუვამ 28 მოქალაქე დაასანქცირა, მათ შორის, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები.
ესტონეთმა სავიზო სანქციები დაუწესა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებსაც, რომლებიც პროევროპული აქციების დროს უკანონოდ დაკავებულთა საქმეებს განიხილავდნენ და ასევე, საქართველოს გენერალურ პროკურორს.
