საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მარნეულის სამხედრო ბაზაზე სამხედრო მოსამსახურე ზიადინ მამედოვი დაიღუპა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 3 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 6 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი ჯარისკაცის გარდაცვალების შემთხვევებზე საქმეს, როგორც წესი, აღნიშნული მუხლით აღძრავს.
თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ვადიანი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო და ოჯახს უსამძიმრებს.
„გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები“, - აცხადებს სამინისტრო.
მიმდინარე წელს ეს სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების მესამე შემთხვევაა, რასთან დაკავშირებითაც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მულხით დაიწყო.
2024 წლის 11 იანვარს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენთან, ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს 41 წლის კაპრალი ირაკლი აფრიამაშვილი. 15 თებერვალს, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, გარდაცვლილის სამი თანამშრომელი დააკავეს.
28 მაისს თვითმკვლელობის შემთხევვა ისევ გორის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. კერძოდ, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალების ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მდებარე საგუშაგოზე, პირველი კლასის რიგითმა, 19 წლის ომარ ჩალაბაშვილმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო დაზიანება მიიყენა.
ამ თემაზე:
„შვილი ჯარში ჯანმრთელი გავგზავნე, მკვდარი დამიბრუნეს“ - სუიციდი თავდაცვის ძალებში
