„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის საარჩევნო სიაში სპორტსმენების შეყვანასთან დაკავშირებული კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომ პოლიტიკა „ყველას საქმეა“, მათ შორის, სპორტსმენების.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“ - პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა
- 2 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს
- 3 მოვუწოდებთ საერთაშორისო მისიებს, 26 ორგანიზაციის ინფორმაცია არ გაითვალისწინონ - მიქანაძე
- 4 „ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!“ - კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ახსენა გაეროში რუსეთი
- 5 სასამართლომ გორში დაკავებული ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი სამართალდამრღვევად ცნო
- 6 სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
„პოლიტიკა არის ყველას საქმე - სპორტსმენის, იურისტის, ექიმის, ყველას საქმეა, ვინც გადაწყვეტს და ვისთანაც შედგება კონსულტაცია წარმატებით, რომ მან პოლიტიკაში გააგრძელოს თავისი ძალიან წარმატებული კარიერა, ყველას საქმეა. პოლიტიკა ეხება ყველას, ყველა ადამიანს. აბა ვისი საქმეა?! თქვენ ახლა პოლიტიკაში ხართ. თქვენ ხვალ რომ გადაწყვიტოთ, რომელიმე პარტიის მხარდაჭერა, ამისთვის ვიღაცებმა ფაშისტური ბულინგი უნდა მოგიწყონ? ხომ წარმოუდგენელი ამბავია? აი, ეს არის გოიმობა, ეს არის მარაზმი და ეს არის წარმოუდგენელი ლოგიკა, რომელიც გამწარებულმა, გადაფსიხებულმა, აგენტურამ გუშინ ამოანთხია სოციალურ ქსელში“, - უთხრა მდინარაძემ ჟურნალისტებს.
„ქართულმა ოცნებამ“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. ათეულში მოხვდნენ ოლიმპიური ჩემპიონებიც - მეშვიდე ნომერი ძალოსანი ლაშა ტალახაძეა, მეათე კი მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი.
31 წლის ლაშა ტალახაძემ, რომელმაც 11 აგვისტოს სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის სტატუსი მოიპოვა, განაცხადა, რომ გადაწყვიტა გვერდით დაუდგეს ისეთ გუნდს, რომელმაც „ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნა“ და „ამაყად, ღირსებით შეაბიჯებს ევროპაში“.
თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა აღნიშნა, რომ სპორტში რჩება: „სპორტი ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის არის, ყოველთვის იქნება. უბრალოდ, ახლა დრო დამჭირდება, რომ ტრავმები მოვიშუშო“
მმართველ პარტიას პარლამენტში ყოფილი სპორტსმენების შეყვანაც სურს. ცოტა ხნის წინ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამგორის დელეგატად ყოფილი ძიუდოისტი, რიოს ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი ვარლამ ლიპარტელიანი წარადგინა, ვაკის დელეგატად წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ნაკრების მწვრთნელი ზუკა რურუა, ხოლო მთაწმინდა-კრწანისის დელეგატად ყოფილი მორაგბე დავით კაჭარავა. კაჭარავა 2020-2024 წლების მოწვევის პარლამენტის დეპუტატიცაა და მმართველი პარტიის განშტოებას, „ხალხის ძალას“ წარმოადგენს. გორი კასპის დელეგატია ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - გორის მოქმედი მერი, ყოფილი მოჭიდავე და რიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
4 აპრილს, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი ხელახლა დააინიცირა, მამუკა მდინარაძემ საზოგადოებას მოუწოდა, ფეხბურთი და ფეხბურთელები პოლიტიკაში არ გაერიათ. „ამაზე დიდი მავნებლობა არ არსებობს და მე მოვუწოდებ ყველას, ჩვენც ასე მოვიქცევით და ყველას მოვუწოდებ, იმ ბიჭებს და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ნუ გავრევთ პოლიტიკურ პაექრობაში. მოკლედ, სპორტსმენებს დავანებოთ თავი“, - ამბობდა მდინარაძე.