„ისევ მიდის საუბარი საქართველოს ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებაზე. ამ ქვეყანაში რუსოფობიის აფეთქებები დაიწყო. ჩვენ არ გვჭირდება 2008 წლის ისტორიის გამეორება. მზად ვართ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, გაერო-ს წესდების სულისკვეთებით, პრობლემების გადასაჭრელად. მაგრამ თუ ჩვენი შეშფოთება რეალურ ფორმას მიიღებს, არ დავაყოვნებთ“, - წერს რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დმიტრი მედვედევი „არგუმენტი ი ფაქტიში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
- 5 მარნეულის მერის ძმა ბიზნესმენზე ჯგუფური თავდასხმის ბრალდებით დააკავეს
- 6 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
მისივე განცხადებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს.
2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა მოაწერა ხელი განკარგულებებს, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.
„საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის ბევრად უფრო კომფორტულია ჩვენს სახელმწიფოსთან მშვიდად ცხოვრება. რუსეთი ახლოს არის, ამერიკა – საზღვარგარეთ. საქართველოსთვის, უმდიდრესი კულტურის მქონე ქვეყნისთვის, რომელიც ათასობით ძაფით არის დაკავშირებული რუსეთთან, რუსოფობია არის სისულელე, სიმახინჯე, მძიმე ავადმყოფობა. საბედნიეროდ, ის სრულიად განკურნებადია“, - ამბობს მედვედევი.
სტატიაში ის უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებითაც წერს და ირწმუნება, რომ ომი უკრაინაში კიევის დამარცხებით დასრულდება, ისევე როგორც თავის დროზე – „ქართველი აგრესორების“.
„ომი რომელსაც ნატო აწარმოებს ჩვენთან, უკრაინაში კიევის რეჟიმის ხელით, როგორ დასრულდება ახლა უკვე არის ცხადი. ეს იქნება კიევის სრულმასშტაბიანი მარცხი, როგორც თავის დროზე მოხდა ქართველი აგრესორების შემთხვევაში. მომავალში ის სავსებით შესაძლებელია, მსოფლიოს პოლიტიკური რუკიდან გაქრეს, საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად ხელოვნურად წარმოქმნილი სახელმწიფო და რა თქმა უნდა, მოხდება, პოლიტიკური სცენიდან იმ სისხლიანი ჯამბაზების სამარცხვინო გასვლა, რომლებიც ახლა ნიანგის ცრემლებით ტირიან“, – ამბობს მედვედევი.
