„ეს არის გამარჯვება ქართული სამოქალაქო სექტორის, თუმცა, ვნახოთ როგორ მოიქცევა ანტიკორუფციული ბიურო“, - ასე გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას. კობახიძემ ანტიკორუფციულ ბიუროს მიმართა, რომ მიზანშეწონილად მიაჩნია არასამთავრობო ორგანიზაციისთვის „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის“ სტატუსის მოხსნა. გარდა ამისა, ის ბიუროს მოუწოდებს, საპარლამენტო არჩევნებამდე თავი შეიკავოს ორგანიზაციებისთვის მსგავსი სტატუსის შეფარდებისგან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 რატომ უნდა შეეჩერებინა საკონსტიტუციოს რუსული კანონის მოქმედება - 2 მოსამართლის განსხვავებული აზრი
- 3 სად გაიხსნება დამატებითი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ
- 4 სასამართლომ „ოცნების“ კლიპის არგაშვების გამო „მთავარი“, „პირველი“ და „ფორმულა“ დააჯარიმა
- 5 გახარიამ ჩორჩანაში საგუშაგო დადგა, მიზანი შეიარაღებული დაპირისპირების გამოწვევა იყო - მდინარაძე
- 6 „ქართული ოცნების“ სარეკლამო კლიპის გადაღების შემდეგ JWT Metro-ს თანამშრომლები ტოვებენ
ეკა გიგაურის თქმით, კობახიძის მოწოდება არის აღიარება, რომ მის დაქვემდებარებაში არსებულმა უწყებამ, სამართლებრივ საფუძველს მოკლებული გადაწყვეტილება მიიღო.
„ვფიქრობ, ისინი მიხვდნენ, რომ აბსოლუტურად აბსურდული გადაწყვეტილება მიიღო ანტიკორუფციულმა ბიურომ, მას არანაირი საფუძველია არ ჰქონდა და ძალიან გაუჭირდებოდათ ამის ახსნა აბსოლუტურად ყველასთვის.
სადამკვირვებლო მისიების გარეშე თუ დატოვებდნენ ამ არჩევნებს, ცხადია, ძალიან ბევრი კითხვა დაისმებოდა შედეგების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ალბათ, ესეც იქნებოდა ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი.
რა თქმა უნდა, ეს უკან დახევაა, თუმცა, კიდევ ერთხელ ვნახოთ, რას იზამს ანტიკორუფციული ბიურო“, - თქვა გიგაურმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
ეკა გიგაურის თქმით, აღნიშნული სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.
24 სექტემბერს, ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ ცნო, რაც მათზე პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილი რეგულაციების გავრცელებას ნიშნავს. რაჟდენ კუპრაშვილის გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეაჩერა.
30 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უსაფუძვლო გადაწყვეტილებას არ დაემორჩილებიან. მათივე თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მოკლებული არიან შესაძლებლობას, უშუალოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სახელით საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდნენ. „ორგანიზაციის არსებობის 24 წლის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საარჩევნო უბნებზე ჩვენი სახელის ქვეშ დარეგისტრირებული არც ერთი დამკვირვებელი არ გვეყოლება“, - განაცხადეს ორგანიზაციაში.
1-ელ ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტიკორუფციულ ბიუროს მიმართა, „საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად“, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის“ და სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდების შესახებ. ამასთან, კობახიძე მიიჩნევს, რომ ეკა გიგაურის ორგანიზაციას განცხადებული საარჩევნო მიზანი აქვს და ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება „უტყუარობის უმაღლესი სტანდარტით არის დასაბუთებული“.
კობახიძის განცხადებას წინ უსწრებდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სადამკვირვებლო მისიის შეფასება, რომ ანტიკორუფციული ბიუროს „სავალალო გადაწყვეტილება“ საარჩევნო პროცესის დემოკრატიულობის მიმართ საზოგადოების ნდობას ძირს უთხრის.