ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დამკვირვებლებმა და სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ღრმა შეშფოთება გამოხატეს იმის გამო, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იძულებული გახდა, არჩევნებზე დაკვირვება შეწყვიტოს მას შემდეგ, რაც ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაცია და მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 სოზარ სუბარი პოლიციელების ხელფასების 20%-ით გაზრდას ითხოვს
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 „ძლიერი საქართველოს“ წევრები ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი დააკავეს
- 6 მოხელის შეფასება 6 თვეში ერთხელ და ხელფასის 20%-ის დაკავება - რა ცვლილებები მიიღო „ოცნებამ“
„ღრმად ვართ შეშფოთებულნი იმ ფაქტით, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იძულებული გახდა დაესრულებინა საარჩევნო სადამკვირვებლო საქმიანობა ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, რომლითაც სამოქალაქო საზოგადოების ეს ორგანიზაცია და მისი დირექტორი განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად გამოცხადდნენ.
ეს, როგორც ჩანს, ადასტურებს ასამბლეის მიერ ბოლო რეზოლუციაში გამოთქმულ შეშფოთებას იმის თაობაზე, რომ „სამოქალაქო საზოგადოების პატივსაცემმა ორგანიზაციებმა, რომელთაც არჩევნებზე დაკვირვების დიდი ხნის და ფართო გამოცდილება აქვთ, შესაძლოა ვეღარ შეძლონ არჩევნებზე დაკვირვება“.
ეს მიუღებელია და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას საარჩევნო პროცესის დემოკრატიული ბუნების მიმართ“, - აცხადებენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს საკითხებზე, კლოდ კერნი და ედიტე ესტრელა, ასევე იულიან ბულაი, ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელი.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაიცვან არჩევნების ლეგიტიმურობა და მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა უზრუნველყონ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, ისევე როგორც სხვა პატივსაცემმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა შეძლონ არჩევნებზე დაკვირვება, მათი მუშაობის შეფერხების ან მასში ჩარევის გარეშე.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, არსებობის 24 წლის განმავლობაში პირველად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე არც ერთი დამკვირვებელი არ ეყოლება. თუმცა, როგორც ორანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ისინი გააგრძელებენ ინდივიდუალურ ბრძოლას ხმების დაცვისთვის.
ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გავლენიანი წევრებიც. ჯიმ რიში, ჯინ შაჰინი ბენ კარდინი და პიტ რიკეტსი მიიჩნევენ, რომ ეკა გიგაური სენატში მიცემული ჩვენების გამო ისჯება.
24 სექტემბერს, ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე სამოქალაქო მოძრაობა „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები - სოფიკო ჭყონია, ნიკოლოზ შურღაია, გიორგი რუხაძე, შალვა ძებისაშვილი, გიორგი პაპელიშვილი, ლელა ჯეჯელავა, გიორგი თაქთაქიშვილი და ივანე ჭყონია „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ ცნო. ეს იმას ნიშნავს, რომ მათზე პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილი რეგულაციები ვრცელდება.