„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენ მოპარული არჩევნების შედეგებს არ ვიღებთ და მიტაცებული საარჩევნო შედეგის აღიარებას არ ვაპირებთ“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეასრულა ივანიშვილის ბინძური დაკვეთა და გამოაცხადა შედეგები, რომელიც აჩვენებს, რომ ოლიგარქმა ივანიშვილმა ქართველ ხალხს მოპარა გამარჯვება და ამით მოპარა ევროპული მომავალი.
ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამგვარი პოზიცია იქნება სრულიად ოპოზიციურ ველზე, რადგან მიგვაჩნია, რომ ის გამარჯვება, რომელიც დღეს მოიპოვა ქართველმა ხალხმა, არ ეკუთვნის რომელიმე ერთეულ პარტიას, არამედ ეკუთვნის მთლიანად ქვეყანას და ოპოზიციას, რომელსაც ქართველმა ხალხმა ერთობლივად მისცა ნდობის მანდატი.
ჩვენ ვიბრძოლებთ, როგორც არასდროს, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაბრუნებლად და არ შევეგუებით მოპარული არჩევნების შედეგებს. უკვე შევხვდით ჩვენს პროდასავლელ, პროევროპელ მომავალ კოალიციურ პარტნიორებს და დიახ, დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი მთავრობა იქნება კოალიციური მთავრობა, რომ უახლოეს საათებში, ჩვენ ასევე გავაკეთებთ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვმოქმედებთ ამ საარჩევნო შედეგის დასაცავად, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის დიდი გამარჯვება იყო და რომლის მოპარვასაც ახლა რუსი ოლიგარქი ივანიშვილი ცდილობს. ჩვენ არ ვთმობთ ჩვენს ევროპულ მომავალს და არ ვიღებთ მოპარულ საარჩევნო შედეგს, რომელსაც აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისია“, - თქვა ბოკუჩავამ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა 3111 საარჩევნო უბნიდან 2206-ის შედეგებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების თითქმის 53% მიიღო, „კოალიციამ ცვლილებისთვის“ – (11.2%), „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ – (9.83%), „ძლიერმა საქართველომ“ – (9.02%) „გახარია საქართველოსთვის“ – (8.22%).
ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 40,9% მიიღო, ოპოზიციამ ჯამურად 51,9%.
