ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების წინასწარი, პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. 3111 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 2206-ის შედეგები (დაახლოებით 70%), რომელთა მიხედვითაც, არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
„ამ დროისთვის საარჩევნო უბნებს საქმიანობა არ დაუსრულებიათ, მიმდინარეობს ხელით გადათვლის პროცედურები. 3111 საარჩევნო უბნიდან 2263 საარჩევნო უბანი გახლავთ მოდერნიზებული, რომელიც სრულად აღჭურვილი იყო ტექნოლოგიური საშუალებებით, საიდანაც ამ ეტაპისთვის მოსულია 2206 საარჩევნო უბნის შედეგი, რაც გახლავთ ამ ციფრის 97.48%“, - განაცხადა ბრიფინგზე ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა.
2206 ტექნოლოგიური უბნის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები ასეთია:
- „ქართული ოცნება“ – 935 004 ხმა (52.99%)
- „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 197 619 ხმა (11.2%)
- „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ – 177 510 ხმა (9.83%)
- „ძლიერი საქართველო“ – 159 306 ხმა (9.02%)
- „გახარია საქართველოსთვის“ – 145 205 ხმა (8.22%)
5%-იან საარჩევნო ბარიერს ვერ ლახავენ საპარლამენტო პარტია „გირჩი“, რომელმაც, წინასწარი შედეგებით, 56 980 ხმა (3.22%) მიიღო, ასევე, „პატრიოტთა ალიანსი“ (2.53%) და „ლეიბორისტული პარტია“ (0.75%).
საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოსა და უცხოეთში სულ 3111 საარჩევნო უბანი გაიხსნა. აქედან 2263 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, 848 უბანზე კი - არაელექტრონულად, ანუ ძველი წესით.
საქართველოს მასშტაბით აქტივობამ სულ მცირე 58.94% შეადგინა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, უბნებზე ხმის მისაცემად 2 060 412 ამომრჩეველი მივიდა.
