ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე NATO-სა და საქართველოს პარტნიორობის შემდგომ განვითარებაზე ისაუბრეს. სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რეფორმების საჭიროებას, მათ შორის, სამართლის უზენაესობის გაძლიერებას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
„ევროკავშირის მიერ მონიჭებული კანდიდატის სტატუსი უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობაა თქვენი სტაბილურობისა და კეთილდღეობის გასაძლიერებლად.
რასაც თქვენ აკეთებთ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, იგივე დაგჭირდებათ NATO-ს სრულუფლებიანი მოკავშირეობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს ადგილობრივი რეფორმების, დემოკრატიული ღირებულებებისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერება, მათ შორის, მიმდინარე წლის ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნებით“, - განაცხადა ბრიფინგზე იენს სტოლტენბერგმა.
როგორც გენმდივანმა აღნიშნა, NATO საქართველოს გვერდით დგას უფრო ძლიერი დემოკრატიისა და სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მისი თქმით, ამ გვერდით დგომას ადასტურებს ბუქარესტის გადაწყვეტილებაც, რომლის თანახმადაც საქართველო ალიანსის წევრი გახდება.
NATO-ს გენერალური მდივანი 18 თებერვალს თბილისში იმყოფებოდა. ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა. სამხრეთ კავკასიაში სამდღიანი ტურის ფარგლებში, იენს სტოლტენბერგი ერევანში გაემგზავრა, სადაც სომხეთის პრეზიდენტს, ვაჰგან ხაჩატურიანს და პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება. კვირასა და ორშაბათს სტოლტენბერგი ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, ასევე, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს შეხვდა.
