სპეცრაზმელების მიერ ლევან ხაბეიშვილის ცემის გამო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
გარდა ამისა, როგორც დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის, ზვიად ხარაზიშვილის, იგივე „ხარებას“ და მისი „დაჯგუფების“ წინააღმდეგ.
„ნორმალურ ქვეყანაში, აქ უნდა იყოს შინაგან საქმეთა მინისტრი, აქ უნდა იყოს სახალხო დამცველი. ვინმეს წარმოუდგენია, რომ რომელიმე სპეცრაზმელმა ვერ იცნო ლევან ხაბეიშვილი? ის საგანგებოდ, სამაგალითოდ დასაჯეს. მოხდება მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. „ხარებას“ და მისი დაჯგუფების მიმართ უნდა დაიწყოს გამოძიება“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების თქმით, სასტიკად ნაცემი ლევან ხაბეიშვილი კლინიკაში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მიიყვანა.
„არიან თვითმხილველები, როგორ მოხდა ლევან ხაბეიშვილის გატაცება. ის ცდილობდა დახმარებოდა ერთ-ერთ ახალგაზრდას, რომელიც სპეცრაზმელების ქმედებებით იყო დაზარალებული. ამ დროს სპეცრაზმელები დაესივნენ, გაიტაცეს და სამაგალითოდ დასაჯეს. ბუნებრივია, ეს უკავშირდება იმ მუქარას, სპეცრაზმის ხელმძღვანელ „ხარებას“ და მის დაჯგუფებას. ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი დაჯგუფება, არანაირი სპეცრაზმი და პოლიციელები ესენი არ არიან. ესენი არიან სადამსჯელო ჯგუფები, რომლებიც ქუჩაში სცემენ ახალგაზრდებს, ინდივიდუალურად დასდევენ მათ, წინა აქციების დროს ხაბეიშვილს ჯგუფურად აგინებდნენ, ახლა გაიტაცეს და სამაგალითოდ დასაჯეს. ჩვენი ინფორმაციით, სცემეს, პატრულს ჩაუსვეს მანქანაში, მოიყვანეს, დატოვეს და წავიდნენ. არ ვიცით, რომელმა ეკიპაჟმა მოიყვანა, ან ვინ გადასცა მათ ლევანი“, - აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.
ლევან ხაბეშვილის ცემის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან სამ საათზე მეტი გავიდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ საკითხზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.
ინგოროყვას კლინიკის დირექტორის, კახა ჭელიძის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილს ცხვირის ძვლები აქვს მოტეხილი, რაც არაოპერაციული ჩარევის გზით უნდა აღადგინონ. რაც შეეხება თვალის დაზიანებას, ექიმის თქმით, თვალის მთლიანობა დარღვეული არ არის, თუმცა აუცილებელია ოფთალმოლოგის კონსულტაცია.