„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, გუშინ დააანონსებული აქციის თარიღთან დაკავშირებით პოზიციის შიგნით განსხვავებული მოსაზრებები არსებობდა, 4 ნოემბერი კი „კონსენსუსური ვერსიაა“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„რაც დაანონსდა, არის ის, რომ ორშაბათს საღამოს იქნება დიდი აქცია. ვნახე, რომ განსხვავებული აზრები იყო ამასთან დაკავშირებით, როდის უნდა ყოფილიყო ეს. ჩვენთან, შიგნითაც განსხვავებული აზრები იყო თარიღთან დაკავშირებით. ბევრი მსჯელობა იყო, რომელი დღე სჯობდა. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ძალიან ბევრი ხალხია, სამი პოლიტიკური ჯგუფია, რომელშიც კიდევ შედის ბევრი პოლიტიკური ჯგუფი. უნდა გვესმოდეს, რომ გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსის გზით. ამიტომ ეს იყო კონსენსუსური ვერსია.
გეგმას რაც შეეხება, ორშაბათს გამოცხადდება რაღაც, თუმცა მე ვერ ვხედავ გეგმის ბევრ ვერსიას. რაღაც მოლოდინი თუ არსებობს, რომ ყოველდღიური, ყოველსაათობრივი გაწერილი გეგმა იქნება, ეგეთი გეგმა ბუნებაში ვერ იქნება.
არსებობს რაღაც პროცესების განვითარების შესაძლო სცენარები, სადაც ასევე არ არის ბევრი ვერსია“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.
ჯაფარიძის თქმით, სამმა პოლიტიკურმა ჯგუფმა მეტწილად დაასრულა მუშაობა მტკიცებულებების შეგროვებაზე - „დიდი პაკეტი არის შეკრული, რომელიც გადაეგზავნება ყველა სადამკვირვებლო მისიას და ყველა დასავლელ პარტნიორს“.
„ახლა ვართ შემდეგ ფაზაში გადასული. ჩემი აზრით, კრიტიკული მომენტი იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისია. კანონმდებლობით 21 ნოემბრამდე აქვთ ვადა, რომ გამოაქვეყნონ შემაჯამებელი ოქმი და ამით დაასვან ბეჭედი, რომ ცნობენ ამათ დაწერილ რიცხვებს. ამიტომ, მგონია, რომ პროცესი - პროტესტი და ყველაფერი თავიდან ბოლომდე ფოკუსირებული უნდა იყოს ცესკოზე და კალანდარიშვილზე. არ ვიცი, ამას გეგმა ჰქვია თუ არა, მაგრამ ჩემი აზრით, ეს არის ის, რაც გასაკეთებლია. თუ ის გაბედავს და შეასრულებს რუსების ბრძანებას, მაინც დაწერს ამ რიცხვებს, ამის შემდეგი ეტაპი იქნება უკვე ის, რომ ამ ვითომ არჩეულების პარლამენტი უნდა შეიკრიბოს. იმის თქმა მინდა, რომ მიმდინარე პოლიტიკური პროცესისგან ამოვარდნილ რაღაცას ვერავინ წარმოიდგენს. ეს არის გეგმა, რაც არის საკეთებელი ამ მომენტში“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ
საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახულმა სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ -„ძლიერმა საქართველომ“, „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიციამ ცვლილებისთვის“ ორშაბათს, 4 ნოემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქცია დაანონსეს. როგორც ლიდერებმა 31 ოქტომბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თქვეს, სწორედ აქციაზე გახდება ცნობილი მათი სამოქმედო გეგმა.