თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკა კაცია უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
ნიკა კაციას დაკავების შესახებ ცნობილი 2024 წლის 8 დეკემბერს გახდა. პროკურატურამ მას ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის წარუდგინა, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით ისჯება.
ბრალდების მხარის მოწმის, გამომძიებელ მირზა ჯაფარიძის განცხადებით, 7 დეკემბერს ხელმძღვანელმა აცნობა, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ნიკა კაციას წინააღმდეგ გამოძიება იყო დაწყებული, რისი საფუძველიც „ოპერატიული ინფორმაცია“ გახდა. გამომძიებლის თქმით, ამ ინფორმაციის მიხედვით, კაცია ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი იყო და მის უკანონო შეძენა-შენახვას ეწეოდა. მირზა ჯაფარიძემ სასამართლო სხდომაზე ასევე თქვა, რომ მან და მისმა თანამშრომლებმა ნიკა კაციას ჯიბიდან ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
კაცია აცხადებდა, რომ მის დაკავებაში 10-ზე მეტი პოლიციელი იღებდა, თუმცა, მირზა ჯაფარიძე „თვალითაც არ უნახავს“. მისივე თქმით, მას „ნარკოტიკი ჩაუდეს“.
დაცვის მხარის მოთხოვნით, კაციას თმის ღერზე ექსპერტიზა ჩატარდა, რომელმაც დაადგინა, რომ ის ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი არ იყო.
კაციას, ისევე როგორც ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით დაკავებული სხვა პირების საქმეებში, ჩხრეკისა და ნარკოტიკების ამოღების ამსახველი ვიდეოჩანაწერი წარმოდგენილი არ ყოფილა.
ნოემბერ-დეკემბერში, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით პროევროპული აქციების ექვსი მონაწილე დააკავეს: გიორგი ახობაძე, ნიკა კაცია, თედო აბრამოვი, ანტონ ჩეჩინი, არტემ გრიბული და ანასტასია ზინოვკინა. ახობაძე და აბრამოვი არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა რუსეთის მოქალაქე ანტონ ჩეჩინს, რომლის საქმეში მოწმედ საგამოძიებო უწყების მიერ დაქირავებული თარჯიმანი, შორენა ტაბატაძე ფიგურირებდა.
