„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მოქალაქეებს, პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, დღეს, 17:00 საათიდან პარლამენტის შენობის წინ შეკრებისკენ მოუწოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
„გუშინ კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რომ ადამიანების პროტესტი უკავშირდებოდა არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის პროტესტს, ან პოლიტიკურ გემოვნებას, არამედ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. მხოლოდ ამის გამო იყო ადამიანების დიდი ჯგუფი გამოსული და აპროტესტებდა რუსული ოცნების გადაწყვეტილებას. ირაკლი კობახიძემ, გავრილოვის ჩამომყვანმა, ჩამომთრევმა, მეორედ მოაწყო გავრილოვის ღამე. აქამდე თუ გვყავდა ერთი გავრილოვი, ვგულისხმობ კობახიძეს, ახლა საქართველოს პარლამენტში უკვე 76 გავრილოვი ზის, რომელმაც ხელი მოაწერა პუტინისტურ რუსულ კანონს.
ისევე, როგორც გუშინ, ჩვენი დასაცავია ევროპული მომავალი. ყველამ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა. დაწყებულია რუსული პროპაგანდა - ეს პარტია, ის პარტია, არაფერმა შეგაშინოთ. მათ შორის პოლიტიკური პარტიები გამოგვიყენეთ ბრძოლის ინსტრუმენტებად და არა იმისთვის, რომ ვიღაცამ პოლიტიკური ქულები ჩაიწეროს“, - განაცხადა ბრიფინგზე ხაბეიშვილმა.
ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის თქმით, მნიშვნელოვანია აქციას ჰქონდეს კონკრეტული მოთხოვნები, რომლებიც არ გამომდინარეობს რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესებიდან.
„ამიტომ ვაჟღერებ მოთხოვნებს, რომლებიც აქვს ხალხს. პირველი მოთხოვნაა რუსული კანონის გაწვევა უპირობოდ და სასწრაფოდ, რაც არ ნიშნავს, რომ ეს კანონი თუ გაიწვიეს, ვინმე იტყვის, რომ რუსები აღარ არიან, მაგრამ ეს რუსული კანონი ევროპულ მომავალს აფერხებს, ევროკავშირის სტატუსზე არის წინაღობა.
ხალხის პირველი მთავარი მოთხოვნა არის კოლექტიური ხუნდაძე, ყაველაშვილი, ღარიბაშვილი კობახიძე - ამ გავრილოვების კანონი იყოს გაწვეული სასწრაფოდ. ქართველი ხალხის მეორე მოთხოვნა არის, უპირობოდ ევროკავშირის სტატუსი. თუ ეს ორი მოთხოვნა არ ასრულდება და არ გააკეთებს რუსული ოცნება, ბრძოლა იქნება უკომპრომისო.
ასევე, დაკავებულების გათავისუფლება სასწრაფოდ. ყველა ადამიანი, რომელიც დაკავებულია, არის პოლიტიკური პატიმარი. ყველა, ვინც ანტიპუტინისტურ, ანტირუსულ, ევროპის მხარდასაჭერ აქციაზე დააკავეს, არის უკანონო“.
საქართველოს პარლამენტმა 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ, 7 მარტს, პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. კანონი დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს „უცხოეთის აგენტებად“ აცხადებს და მათ შესაზღუდად ან დასახურად მრავალ ბერკეტს ითვალისწინებს.
რუსული კანონების წინააღმდეგ პარლამენტის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენ გაზს კი რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტად უშვებდა. დაშავდა არაერთი ადამიანი. ცრემლსადენი გაზის გაშვების გამო აქცია რამდენჯერმე დაიშალა, ბოლოს კი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად სპეცრაზმმა დაიკავა. პოლიციელები მშვიდობიან დემონსტრანტებს ქუჩებში დასდევდნენ და აკავებდნენ, დაკავების დროს კი ძალადობდნენ. პოლიციამ ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით, 66 ადამიანი დააკავა. ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებულები ნაცემები არიან.
