პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების დიდი ნაწილისთვის „უცხოეთის აგენტის“ სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
საპარლამენტო უმრავლესობის 76 წევრი, რომელმაც კანონპროექტს მხარი დაუჭირა:
- ამილახვარი გიორგი
- ბენაშვილი გია
- ბერაია ირაკლი
- ბერაია დაჩი
- ბერაძე რიმა
- ბითაძე მაია
- ბოლქვაძე ანზორ
- ბოლქვაძე ელისო
- ბოჭორიშვილი მაკა
- დავითულიანი ბექა
- დალაქიშვილი ალექსანდრე
- დარგალი ზაურ
- დასენი ისკო
- დუგლაძე ზაალ
- ენუქიძე გოჩა
- ვოლსკი გიორგი
- ზავრადაშვილი ირმა
- ზარქუა ირაკლი
- თალაკვაძე არჩილ
- თოლორაია ედიშერ
- ინჯია ფრიდონ
- იონათამიშვილი რატი
- კაჭარავა დავით
- კახაძე ლადო
- კახიანი გიორგი
- კახიშვილი კახა
- კვიჟინაძე პაატა
- კვიციანი ბაია
- კიურეღიანი სუმბატ
- კობახიძე ირაკლი
- კობიაშვილი ლევან
- კონცელიძე რესან
- ლაშხი მარიამ
- ლომინაძე ზაზა
- მათიკაშვილი დავით
- მანუკიანი სამველ
- მაჭარაშვილი გურამ
- მგალობლიშვილი ლევან
- მდინარაძე მამუკა
- მეზურნიშვილი ირაკლი
- მენაღარაშვილი მაია
- მეშველიანი გოგი
- მირზოევი სავალან
- მიქანაძე გივი
- მიქელაძე ზაალ
- ობოლაშვილი ანტონ
- ოდიშარია ბექა
- ოხანაშვილი ანრი
- პაპუაშვილი შალვა
- სამხარაული გელა
- სამხარაძე დიმიტრი
- სამხარაძე ნიკოლოზ
- სანიკიძე ვიქტორ
- სარჯველაძე მიხეილ
- სეფაშვილი ეკა
- სონღულაშვილი დავით
- სუბარი სოზარ
- ტაბატაძე ალექსანდრე
- ტურძელაძე ნოდარ
- ქადაგიშვილი ირაკლი
- ქარუმიძე ლევან
- ღუდუშაური ალუდა
- ყაველაშვილი მიხეილ
- შატაკიშვილი ირაკლი
- ჩანქსელიანი გოდერძი
- ჩიგოგიძე ვასილ
- ჩიქოვანი ირაკლი
- ცაგარეიშვილი გია
- წაქაძე ბეჟან
- წილოსანი ნინო
- წილოსანი ხატია
- წიწავა გრეტა
- ჭიჭინაძე გივი
- ხაბარელი შოთა
- ხუნდაძე დიმიტრი
- ჯაფარიძე ვიქტორ
პლენარულ სხდომას ესწრებოდნენ, თუმცა ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა: ირაკლი მეძმარიაშვილიმა, დავით სერგეენკომ, ქეთევან დუმბაძემ და ვლადიმერ ჩაჩიბაიამ. „ქართული ოცნებიდან“ სხდომას არ ესწრებოდნენ ელგუჯა გოცირიძე, ირაკლი კოვზანაძე და გიორგი ხელაშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი პირველი მოსმენით მოქალაქეების საპროტესტო აქციის ფონზე მიიღო. კენჭისყრას წინ უძღოდა აშშ-ის საელჩოს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ პარლამენტის მიერ კრემლისგან შთაგონებული კანონების განხილვის გაგრძელება შეუთავსებელია ევროპასთან ინტეგრაციის სურვილთან და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან.
გუშინ, 6 მარტს, მას შემდეგ, რაც ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ ორივე კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოიწონა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინირაძემ განაცხადა, რომ კანონპროექტებს პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათს, 9 მარტს განიხილავდნენ, თუმცა დღეს, პლენარულ სხდომაზე წამოაყენა წინადადება, რომ კანონპროექტი დღესვე განეხილათ.
„თავდაცვის კოდექსისთვის გვქონდა დღევანდელი დღე დათმობილი, მაგრამ ვერ მოესწრო და ბიუროს გადაუწყვეტია, რომ არ განვიხილოთ თავდაცვის კოდექსი. ამიტომ გთავაზობთ, რომ დავიწყოთ განხილვა აგენტების ამერიკული კანონის და გავაგრძელოთ ხუთშაბათს. გთავაზობთ იმიტომ, რომ მოესწროს ელემენტარულად“, - განაცხადა მდინარაძემ.
დეპუტატმა რომან გოცირიძემ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას „პროცედურული ვირეშმაკობა“ უწოდა.
„არა რუსულ კანონს! რუსეთი „ქართული ოცნების“ ხელით ახორციელებს რუსული კანონმდებლობის შემოტანას პარლამენტში, რომლის განხილვა კიდევ ერთხელ ჰყოფს ჩვენს საზოგადოებას, ახერხებს დაპირისპირების გამძაფრებას. საზოგადოების დაყოფა და დაპირისპირება მხოლოდ და მხოლოდ ოკუპანტ ძალას, რუსეთს აძლევს ხელს და თქვენ ამ ინტერესს ემსახურებით ამ პარლამენტში, სხვას არაფერს“, - განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პლენარულ სხდომაზე.
„დემოკრატიულ კანონებს ძალოვანებით გაძეძგილ პარლამენტში არ იღებენ. დემოკრატიულ კანონებს ასე ქურდულად არ იღებენ. კარგი თუ არის ეს კანონი, ხალხი თუ ითხოვს მის მიღებას, სად არის ახლა ეს ხალხი? გამჭვირვალობის სახელით რომ აჩეჩებთ ქვეყანას კანონს, თქვენს დეკლარაციებში გამჭვირვალობა არ გინდათ? სახელმწიფო ტენდერებს რომ უკონკურენტოდ იგებთ, მერე რაღაცებს რომ აკეთებთ, ფული რომ ორთქლდება და ხან გელათი რომ ჩამოირეცხა, ხან ხიდი რომ ჩავარდა, ხან რა უბედურება რომ ხდება, არ გინდათ, რომ გამჭვირვალობა შეიტანოთ? თქვენს ადგილზე გადავშლიდი სახელმწიფო აუდიტის დასკვნებს და ვნახავდი, სად ილექება სახელმწიფო ქონება. ამის გამჭვირვალობას რატომ არ ითხოვთ?
არა საქართველოს მეორედ გასაბჭოებას! ყველამ გითხრათ - შინაურმა, გარეულმა, ყოფილმა თანაგუნდელმა, ოპოზიციამ, მედიამ, გაერომ, ეუთომ, ვენეციის კომისიამ, ყველამ გითხრათ, რომ ასეთი კანონი დემოკრატიულ ქვეყანაში არ მიიღება. პირველ რიგში, ხალხი გეუბნებათ, ამ ქვეყნის მოქალაქეები. კარგად, რომ გაიგეს, რა მზაკვრობას ამზადებთ, იმიტომ დგანან ახლა პარლამენტთან. ამ ხალხს ეუბნებით დღეს თქვენ „არას“ და ძალადობთ კანონზე. ეს იმის ბრალია, ბევრი თქვენგანი შემთხვევით რომ მოხვდა აქ“, - თქვა „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა.
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტებს, რომლებიც „აგენტად“ დარეგისტრირებას ავალდებულებს იმ მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა დაფინანსების 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. იუსტიციის სამინისტროს ექნება მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შემოწმების, პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და 25 ათასი ლარით დაჯარიმების უფლებამოსილება. კანონპროექტი ითვალისწინებს ამ კანონის დამრღვევის 5 წლით დაპატიმრებასაც.
საპარლამენტო უმრავლესობას კანონპროექტებზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ პარტნიორი ქვეყნები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები. 6 მარტს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის პარალელურად, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა დეპუტატებს კიდევ ერთხელ მიმართა, არ მიიღონ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც გააჩუმებს დამოუკიდებელ მედიას და განსხვავებულ ხმებს, ისევე როგორც მსგავსმა კანონმა გააკეთა რუსეთში და რუსეთის მსგავს სხვა ქვეყნებში.