საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონპროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანას განცხადებით ეხმაურება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
„დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა. პარლამენტის მიერ კრემლისგან შთაგონებული კანონების განხილვის გაგრძელება შეუთავსებელია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის აშკარა სურვილთან და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან.
ამ კანონების გატანა დააზიანებს საქართველოს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც უამრავი ქართული ორგანიზაცია თანამოქალაქეების დასახმარებლად აკეთებს. ეს პროცესი და კანონპროექტები რეალურ კითხვებს აჩენს მმართველი პარტიის ერთგულებაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტებს, რომლებიც „აგენტად“ დარეგისტრირებას ავალდებულებს იმ მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა დაფინანსების 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. იუსტიციის სამინისტროს ექნება მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შემოწმების, პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და 25 ათასი ლარით დაჯარიმების უფლებამოსილება. კანონპროექტი ითვალისწინებს ამ კანონის დამრღვევის 5 წლით დაპატიმრებასაც.
გუშინ, 6 მარტს, კანონპროექტები იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოიწონა, რის შემდეგაც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს ხუთშაბათს, 9 მარტს დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე უყრიდნენ კენჭს. მმართველმა გუნდმა გადაწყვეტილება დღეს შეცვალა და ოპოზიციისთვის მოულოდნელად, კანონპროექტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაიტანა.
მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც კანონპროექტებს ეწინააღმდეგებიან პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციას მართავენ.
საპარლამენტო უმრავლესობას კანონპროექტებზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ პარტნიორი ქვეყნები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები. 6 მარტს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის პარალელურად, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა დეპუტატებს კიდევ ერთხელ მიმართა, არ მიიღონ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც გააჩუმებს დამოუკიდებელ მედიას და განსხვავებულ ხმებს, ისევე როგორც მსგავსმა კანონმა გააკეთა რუსეთში და რუსეთის მსგავს სხვა ქვეყნებში.
ამ თემაზე:
„აგენტების შესახებ“ კანონპროექტებს Human Rights Watch და Amnesty International აკრიტიკებენ
„ორივე კანონპროექტი ანტიკონსტიტუციურია“ - საკონსტიტუციოს ყოფილი მოსამართლე
