17 მაისი, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გადაწყვეტილებით, მართლმადიდებლებისთვის ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეა, უქმე იქნება. შესაბამისი დადგენილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
დადგენილება ვრცელდება ადმინისტრაციული ორგანოებზე, რაც გულისხმობს ყველა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო/დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.
„ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას.
ეს დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.
ეს დადგენილება არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, მათ შორის, ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე“, - ვკითხულობთ მთავრობის დადგენილებაში.
17 მაისს, თბილისში, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, მსვლელობაა დაგეგმილი. საპატრიარქოს საზოგადოებათან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, 13:00 საათზე, ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისის აღვლენის შემდეგ, დაიწყება მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ.
