მთავრობამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ 50 დაწესებულებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 35 მილიონი ლარი გამოუყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
15 მარტის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაევალა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებიდან 35 000 000 ლარი საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული დაწესებულებების ფინანსური დახმარების უზრუნველყოფის მიზნით მიმართოს.
განკარგულების დანართის მიხედვით, ამ თანხიდან 22 157 000 ლარს მიიღებს საპატრიარქოს განათლებისა და კულტურული ღონისძიებების განვითარების ფონდი, ხოლო 485 000 ლარს - წმინდა მეფის სახელობის გიმნაზია.
350-350 ათასი ლარი დაერიცხება საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ რიგ სასწავლებლებს, მათ შორის:
- მესტიის წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის მართლმადიდებლური ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა;
- წმინდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლა;
- ალავერდის ეპარქიასთან არსებული წმიდა ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა;
- წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლა;
- წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია;
- წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა;
- ცაგერის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია;
- ლენტეხის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია;
- მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლა;
- ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია;
- წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატი;
- ალექსეი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია;
- ურბნისისა და რუისის ეპარქიის ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია;
- წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა;
- ვანის მართლმადიდებლური ზოგადსაგანმანათლებლო გიმნაზია;
- ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია;
- წმინდა ამბროსი ხელაიას სახელბის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა;
- ბათუმის წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია;
- წმინდა ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებლური ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა;
დარჩენილი თანხები საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ სკოლებზე, სემინარიებსა და კოლეჯებზე ნაწილდება.
რამდენიმე დღის წინ მთავრობამ მართლმადიდებელ ეკლესიას გურიაში ჯამში 2982 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცა.
ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 25 მილიონი ლარით ფინანსდება.