მზია ამაღლობელი თავს ნორმალურად გრძნობს - იოსელიანი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელიც მე-16 დღეა შიმშილობს, „თავს გრძნობს ნორმალურად“, რეგულარულად უტარდება მონიტორინგი და ის შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ქალბატონი მზია თავს გრძნობს ნორმალურად, ის საკვებს არ იღებს 12 იანვრიდან. ჩვენ მიერ მისი დაკავებიდან დღემდე ის მანახულებული იქნა 7-ჯერ, მათ შრის ჩემს მიერ პირადადაც. ჩვენ ვიცით მისი განთავსების პირობები, მე უშუალოდ ვიყავი მასთან საკანშიც და ასე რომ, ამ პირობებთან დაკავშირებით მას არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს.

რაც შეეხება, ადმინისტრაციის მხრიდან დამოკიდებულებას/მოპყრობას, ამასთან დაკავშირებითაც ქალბატონ მზიას არანაირი პრეტენზია არ აქვს. რეგულარულად ხდება მისი ჯანმრთელობის მონიტორინგი, უტარდება კვლევები, ექიმი დღეში 3-ჯერ ახდენს მის მონახულებას და შესაბამისად, იღებენ ინფორმაციას.

[...] არსებობს სხვა საკითხებიც, რომლებიც უშუალოდ ქალბატონი მზიას ჯანმრთელობას ეხება, პერსონალური ინფორმაიცაა და ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ, რასთნ დაკავშირებითაც მეტი ყურადღებაა საჭირო შიმშილობის პერიოდში და ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ამაზე მეთვალყურეობას, აქცენტირებული ვიქნებით ამ საკითხზე, რათა არც ჩვენ და არც პენიტენციურ დაწესებულებას არ გამოეპაროს რაიმე ისეთი, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მის ჯანმრთელობას“, - თქვა ლევან იოსელიანმა.

გამოცემა „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორის, ეთერ თურაძის განცხადებით, ექიმმა, რომელიც ციხეში სახალხო დამცველის ეგიდით იყო შესული, მას უთხრა, რომ მზია ამაღლობელს ბოლო ანალიზები 21 იანვარს, შიმშილობის მეათე დღეს ჩაუტარდა.

„იმ დროის მონაცემებით, მას თითქმის ყველაფეერი აქვს სტაბილურად. ექიმმა გვითხრა, რომ მორიგი კვლევების ჩატარება ხვალ არის დაგეგმილი. პროტოკოლით მუშაობენ, ექიმები აკვირდებიანო და ხვალისთვის გეგმავენ განმეორებით კვლევების ჩატარებას“, - განაცხადა ეთერ თურაძემ.

სახალხო დამცველის დღევანდელ ბრიფინგს წინ უძღოდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ პატიმარი უზრუნველყოფილია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით და იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.

პენიტენციურმა სამსახურმა ამ საკითხზე ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ გაავრცელა, რაც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ განაცხადა, რომ მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციაზე, ორჯერ დააკავეს. პირველად მისი დაკავება სამმართველოს დამხმარე შენობის კედელზე საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო მოხდა, ხოლო მეორედ - ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს და სამი საათის განმავლობაში ადვოკატებს მასთან არ უშვებდნენ. დაკავების შემდეგ ამაღლობელი არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა. ადვოკატების ინფორმაციით, დგებუაძემ რამდენჯერმე სცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, სახეში შეაფურთხა და ასევე, მისი ბრძანებით, დაკავებულს არ ეძლეოდა წყლის დალევისა და ტუალეტით სარგებლობის შესაძლებლობა.

მზია ამაღლობელისთვის წარდგენილი ბრალი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კოლეგები და უფლებადამცველები პროკურატურას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ მიმართოს სასამართლოს და გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლა მოითხოვოს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.