„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივნმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს მიმართა, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები „შავი ფულისათვის ბრძოლის ბინძურ კამპანიაში“ არ გახვიონ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 მოხელის შეფასება 6 თვეში ერთხელ და ხელფასის 20%-ის დაკავება - რა ცვლილებები მიიღო „ოცნებამ“
მდინარაძის თქმით, რამდენიმე ცნობილი ადამიანი, ვინც ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის კრიტიკას მხარი დაუჭირა, ისედაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან.
„ჩვენ ჩვენს მხარდამჭერებს არ ვეუბნებით, რომ ასეთი განცხადებები გააკეთონ. არ ვრევთ. მათ შორის, ფეხბურთელებსაც ვთხოვ, მე ძალიან კარგად ვიცნობ რამდენიმე მათგანს: ბიჭებო, მიხედეთ იმ ძალიან მაგარ საქმეს, რაშიც ჩემპიონები ხართ, არანორმალურად მაგრები ხართ და მართლა გმირები ხართ. არც ჩვენ გვინდა. გავჩერდეთ. ამ ხალხმა ძალიან მოკლე პერიოდის შემდეგ უნდა ითამაშოს ევროპის ჩემპიონატზე და უნდა იყვნენ შემართებით მთელი საქართველოს მხარდაჭერით. არ შეიძლება მათი გაყოფა. ვიღაც შეიძლება მხარს არ გვიჭერდეს, ან ვიღაც გვიჭერდეს, ვიღაც მეგობარია ჩვენი.
ლევან კობიაშვილი ჩვენი ოჯახის წევრია ყველანაირი გაგებით და არ კადრულობს და არ ეუბნება არც ერთ მათგანს მხარდაჭერაზე. გაუჭირდებოდა? ეროვნული ნაკრებიდან მინიმუმ ნახევარი რომ გამოსულიყო და მხარდამჭერი პოსტები დაედო, გაგვიჭირდებოდა? არ ვკადრულობთ და დაანებეთ ამ ფეხბურთელებს თავი“, - განაცხადა მდინარაძემ.
რუსული კანონის წინააღმდეგ თეატრის მსახიობები, მომღერლები და სპორტსმენებიც გამოდიან. 9 აპრილს, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანური საფეხბურთო კლუბ „ლევანტეს“ ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა სოციალურ ქსელ Instagram-ზე გამოაქვეყნა ფოტო თბილისში გამართული აქციიდან - „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“, სადაც ჩანდა მისი დისშვილი ევროკავშირის დროშით ხელში. ფეხბურთელის ეს ქცევა აქციის მხარდაჭერად იქნა აღქმული. რამდენიმე საათში Instagram-ზე გიორგი ქოჩორაშვილის ანგარიში გაქრა. ფეხბურთელის მამამ, როინ ქოჩორაშვილმა იგივე ფოტო Facebook-ზე გაავრცელა და დაწერა, რომ „საქართველოს გზა ევროპაშია“. მან მედიასაც მიმართა: „ძალიან ბევრი ჟურნალისტი რეკავს. ბოდიში, რომ არ გპასუხობთ. ჩვენი პოზიცია აქ დაფიქსირებულია, ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს, პოზიცია შეუცვლელია“.
10 აპრილს თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ როინ ქოჩორაშვილის განცხადებაში გასაკვირი არაფერია, რადგან ის „არის ნაცი, გახარიას პარტიის წარმომადგენელი“. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა კალაძეს შეახსენეს, რომ სხვადასხვა დროს ის თავად იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მხარდამჭერი. ამ ფონზე ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა საბა კვირკველიამ კახა კალაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა და Instagram-სთორიზე მასთან ერთად გადაღებულ ფოტო გამოაქვეყნა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც ოპოზიციას ადანაშაულებს ქართული სპორტისა და ხელოვნების „საკუთარ პოლიტიკურ ჭუჭყში“ გასვრის „აქტიურ მცდელობაში“.