რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა გამოეხმაურა სომხურ-ამერიკულ სამხედრო წვრთნებს Eagle Partner 2024, რომელიც სომხეთში ივლისის შუა რიცხვებში დაიწყო. ზახაროვას თქმით, ერევანი ნატოსთან თანამშრომლობას ზრდის, რაც „არა მარტო სინანულს, არამედ სომხეთის მომავლის გამო შეშფოთებას იწვევს“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 2 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 3 ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს წულუკიანის კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო
- 4 ბათუმის და ქობულეთის მერები ფეისბუკპოსტებით გადადგნენ
- 5 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
- 6 გლდანის ციხიდან კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი პატიმარი გარდაიცვალა
„ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ამოცანა აშკარაა და მდგომარეობს იმაში, რომ სცადონ ფეხის მოკიდება რეგიონში სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების ტრადიციული პარტნიორებისა და მეზობლების - რუსეთის, ირანის, თურქეთის - ინტერესების საზიანოდ. როგორც ჩანს, ამას სწორედ სომხეთის ტერიტორიაზე ახერხებენ.
ერევანში ნატოსთან თანამშრომლობის გაზრდას ამჯობინებენ. მონაწილეობდნენ ვაშინგტონში ალიანსის სამიტში, ატარებენ ერთობლივ სამხედრო მანევრებს. ამის ნათელი მაგალითია ამჟამად ქვეყანაში მიმდინარე ამერიკულ-სომხური წვრთნები Eagle Partner. ეს არა მარტო სინანულს იწვევს, არამედ შეშფოთებას სომხეთის მომავლის გამო“, - განაცხადა ზახაროვამ.
რუსი დიპლომატის თქმით, „ასეთი ტემპით თანამშრომლობის გაღრმავებით მათთან, ვისი მიზანიც რუსეთის „სტრატეგიული დამარცხებაა“, სომხეთი საკუთარი ხელით ქმნის სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის სერიოზული დესტაბილიზაციის რისკს, საკუთარი უსაფრთხოების საზიანოდ“.
15 ივლისს, სომხეთმა და შეერთებულმა შტატებმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები Eagle Partner 2024 დაიწყეს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლების მიზანია სამშვიდობო ოპერაციების ფარგლებში საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქვედანაყოფების კოორდინაციის დონის ამაღლება, მართვისა და ტაქტიკური კომუნიკაციის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა, ასევე სომხური ქვედანაყოფის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება.
აღნიშნული ერთობლივი სამხედრო წვრთნები სომხეთში წელს მეორედ იმართება. Eagle Partner გასული წლის სექტემბერშიც ჩატარდა.
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner), რომელიც საქართველოში ივლისის ბოლოს უნდა დაწყებულიყო, გაურკვეველი ვადით გადადო. პენტაგონის განმარტებით, „გადაწყვეტილება განპირობებულია საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და დასავლეთის სხვა სუბიექტების მიმართ, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას აიძულებენ, რათა უკრაინაზე ზეწოლა შემსუბუქდეს, ასევე მონაწილეობდნენ მმართველი პარტიის წინააღმდეგ გადატრიალების ორ მცდელობაში“. „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში 2016 წლიდან ტარდებოდა.
