რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი, დმიტრი პესკოვი აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კავკასიაში ნატოს გაფართოების მცდელობები რეგიონს სტაბილურობას ვერ შემატებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
„ნატოს ზოგადი მისწრაფებები კავკასიაში ყოფნა გააძლიეროს ჩვენთვის კარგად არის ცნობილი და, როგორც იტყვიან, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ასევე გვესმის, რომ ნატოს მცდელობები, როგორმე გააფართოოს თავისი გავლენა და ყოფნა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კავკასიაში სტაბილურობას და სიტუაციის პროგნოზირებადობას რამეს შემატებს“, - განაცხადა პესკოვმა.
ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ კავკასიის ქვეყნებს აქვთ „სუვერენული უფლება“ ჰქონდეთ ასეთი კონტაქტები.
19 მარტს, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დაასრულა სამდღიანი ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის ლიდერებთან მოლაპარაკებები გამართა.
სტოლტენბერგი თბილისში 18 თებერვალს იმყოფებოდა. ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა. კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გენმდივანმა აღნიშნა, რომ ნატო საქართველოს გვერდით დგას უფრო ძლიერი დემოკრატიისა და სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს ადგილობრივი რეფორმების, დემოკრატიული ღირებულებებისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერება, მათ შორის, მიმდინარე წლის ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნებით.
