ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დელეგაცია წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას იწყებს. მისიის ფარგლებში, ხუთი დღის განმავლობაში დელეგაცია ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 3 დააკავეს სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი
- 4 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
- 5 პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინა
- 6 ჩეჩნეთიდან გაქცეული 23 წლის ქალი სომხეთში გარდაცვლილი იპოვეს
დელეგაციის წევრები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ზოგად პოლიტიკურ გარემოსა და იმ ფაქტორებს შეაფასებენ, რომლებმაც შესაძლოა, გავლენა იქონიოს წინასაარჩევნო პროცესებზე
„დელეგაცია მიმოიხილავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრაცია, მოქალაქეთა ჩართულობა, გენდერი და ინკლუზიის თემები, პოლიტიკური პარტიები და კამპანიის პროცესი. შეხვედრები NDI-ის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო პროცესის პირველი ფაზაა. აღნიშნული პროცესი, დამატებით, მეორე წინასაარჩევნო დელეგაციას, გრძელვადიანი დამკვირვებლების ჯგუფსა და არჩევნების დღის სადამკვირვებლო დელეგაციას მოიცავს“, - განმარტეს NDI-საქართველოს ოფისში.
შეხვედრებს გაუძღვებიან ან ლინდე - შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, პერ ეკლუნდი - ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში, მაიკლ პოზნერი - სახელმწიფო დეპარტამენტში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროში სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დენიელ გოტფრიდი - სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის კაბინეტის საკანონმდებლო და პოლიტიკის ანალიტიკოსი, ევა ბუჟა - NDI ევრაზიის რეგიონული დირექტორი და რიჩარდ კლაინი - NDI არჩევნების პროგრამების გლობალური დირექტორი. შეხვედრებს ასევე დაესწრება NDI- საქართველოს ოფისის დირექტორი ალან გილამი.
შეხვედრების დასრულების შემდეგ NDI-ის დელეგაცია წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ძირითად დასკვნებს ანგარიშის სახით გამოაქვეყნებს.
NDI-ის განცხადებით, წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და საქართველოს მოსახლეობის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას კონსტრუქციული რეკომენდაციების გაცემის გზით. ამასთან, გამოხატავს საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინს, რომ არჩევნების პროცესში ჩართული ყველა სუბიექტი დემოკრატიული არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების ყველა პრინციპს დაიცავს.
