ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„სალომე ზურაბიშვილისთვის მე ჩემი შეწყალება არ მითხოვია, მაგრამ ახლა მივცემ თავს უფლებას და ვთხოვ პირველად, არასდროს მითხოვია მისთვის არაფერი, პირდაპირი ეთერიდან ვთხოვ, მიიღოს გადაწყვეტილება სააკაშვილთან დაკავშირებით“, - განაცხადა „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ ტვ პირველის ეთერში.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაში, მყისიერად მოიხსნება თუ რამე კითხვის ნიშნები და კონსპირაციები არსებობს სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით.

„ამ ადამიანის სიცოცხლე, კვდება - არ კვდება, არ არის რწმენის საკითხი, ადამიანი შეიძლება მოკვდეს. ის არ არის კარგად, მიუხედავად იმისა, რომ უკეთ გამოიყურება, უკეთესად ლაპარაკობს და ა.შ. ის არის პატიმარი, ის არის პატიმარი პრეზიდენტი და სალომე ზურაბიშვილმა მიიღო მინიშნებები, რომ შეიძლება ისიც გახდეს პატიმარი პრეზიდენტი. დარწმუნებული ვარ, რომ „ოცნება“ ამას ვერ იზამს, რადგან არ იქნება მაგ დროს, მაგრამ ეს მინიშნებები მან მიიღო. მან უნდა გაარღვიოს ეს წრე, აღიაროს შეცდომა და გადააბიჯოს იმ „არა და არასდროს“ და სააკაშვილი გაათავისუფლოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება“, - აღნიშნა გვარამიამ.

ჩვენ ზურაბიშვილისგან ზოგადად არაფერი გვიკვირს, ის თანდათანობით კვეთს წითელ ხაზებს, არ ვიცი, ბოლომდე გადაკვეთს თუ არა ყველა წითელ ხაზს“, - ასე უპასუხა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სააკაშვილის შეწყალების შესაძლებლობაზე დასმულ კითხვას.

„ეს იქნება მორიგი ღალატი ამომრჩევლის წინაშე. თქვენ იცით, რომ მას თავის დროზე იმ ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, რომლისთვისაც პრინციპულად მიუღებელია სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულები. მისგან აღარაფერი გვიკვირს, თუმცა, ვნახოთ, ეს მისი საქმეა, იმედი მაქვს, რომ მორიგ ღალატს არ ჩაიდენს, თუმცა, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი“, - თქვა კობახიძემ.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“, სადაც ის ჯანმრთელობის გაუარესების გამო მოათავსეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესს 27 ოქტომბერს ჩაერთო. სააკაშვილი შედარებით უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე წინა ჩართვებისას.

„რატომ არ გადაგვყავს მსჯავრდებული სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში, ამ საკითხზე მრავალჯერ დაისვა კითხვა, ჩვენი პასუხი ერთია - მაშინ, როცა იქნება ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია, მსჯავრდებული სააკაშვილი დაბრუნდება პენიტენციურ დაწესებულებაში, რადგან საქართველოში სასჯელს იხდიან პენიტენციურ დაწესებულებაში, ვგულისხმობ მსჯავრდებულ პატიმრებს, შესაბამისად, გამონაკლისი არც ისაა. გადაწყვეტილებებს ვიზუალის მიხედვით არ ვიღებთ, არამედ, ექიმების რეკომენდაციების შესაბამისად. როგორც კი იქნება, ის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდება“,- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).