იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომა, სადაც თითქმის რვა საათია ე.წ. აგენტების შესახებ რუსული კანონის განხილვა მიმდინარეობს, ოპოზიციონერ დეპუტატებს დაატოვებინა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 5 გოცირიძე: ამ მასშტაბის ფულის გათეთრება ვერ ხერხდება ხელისუფლების მფარველობის გარეშე
- 6 რუსთავის ქარხნებთან მტვერში ტყვია, კადმიუმი და ქრომი ნორმაზე 24-ჯერ, 26-ჯერ და 30-ჯერ მეტია – კვლევა
ახლახანს ოხანაშვილმა დარბაზიდან გააძევა პაატა მანჯგალაძე, გიორგი ვაშაძე, ლევან ხაბეიშვილი და ხატია დეკანოიძე. მანამდე, დარბაზი დაატოვებინა თინათინ ბოკუჩავასა და სალომე სამადაშვილს.
„ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიცირებული რუსული კანონის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონის მიღება საქართველოს ევროპულ მომავალს დაასამარებს.
„ეს არ არის კანონი გამჭვირვალობის შესახებ, ეს არის კანონი, რომლითაც ჩვენს ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილს სურს დაასრულოს დემოკრატია, სურს გააუქმოს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, სურს, რომ ევროკავშირმა უარი თქვას ჩვენთან ურთიერთობებსა და გაწევრიანების მოლაპარაკებებზე. ეს არის იანუკოვიჩის გზა. ამიტომ ცხადია, რომ სხდომიდან აძევებენ ხალხს, ვინც სიმართლეს ეუბნება.
სხდომაზე ჩვენ აბსოლუტურად დემაგოგიურ, არაფრის მთქმელ სიტყვების რახარუხს ვისმენდით ბიძინა ივანიშვილის მონისგან. უფრო სწორად, ივანიშვილის მონაც არაა, ბიძინას მონის მონაა. ვერ მივიღეთ პასუხი მთავარ შეკითხვაზე. როცა შენი მეგობრები გეუბნებიან, რომ ამ კანონს თუ მიიღებ საქართველოს ევროპული მომავალი დასრულდება, რა ასეთ ღირებულებას წარმოადგენს, რომ ხაზი უნდა გადაუსვა ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს და მაინც მიიღო. ამ კითხვაზე პასუხი ვერ მოვისმინეთ. პასუხი მარტივია, არანაირი ევროპული მომავალი ბიძინა ივანიშვილს თქვენთვის არ უნდა“, - განაცხადა „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.
განხილვის პარალელურად აქცია მიმდინარეობს პარლამენტის შენობის გარეთ, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ონლაინ მედიების ის ჟურნალისტებიც არიან, რომლებიც დილით პარლამენტში არ შეუშვეს.
„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში დააბრუნა და აპირებს მიმდინარე სესიის დასრულებამდე მიიღოს ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტი, რომელზეც უარი ერთი წლის წინ, საზოგადოების მასშტაბური პროტესტის შედეგად თქვა და პირობა დადო, რომ ის „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“ გაიწვია. კანონპროექტის ტექსტი იგივე დარჩა - მხოლოდ „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვალა ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. რუსულ კანონი გააკრიტიკეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, ნატომ, გაერომ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID). ისინი მიიჩნევენ, რომ ასეთი კანონი საქართველოს ევროპული გზიდან გადაიყვანს, უარყოფითად იმოქმედებს დამოუკიდებელი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების მუშაობაზე.
