ოკუპირებულ ცხინვალში ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის ახმატ-ხაჯი კადიროვის სახელობის ფონდი სამხატვრო სკოლას ააშენებს. ამასთან დაკავშირებით ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის თანაშემწე, ეროვნული პოლიტიკის, საგარეო ურთიერთობების, პრესისა და ინფორმაციის მინისტრი ახმედ დუდაევი იმყოფებოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
მშენებლობის ადგილზე კაფსულის ჩადების ღონისძიება 20 ივლისს გაიმართა, რის შემდეგაც დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ სამხატვრო სკოლა ახმატ-ხაჯი კადიროვის სახელობის იქნება. „დარწმუნებული ვარ, ეს სკოლა ახალ ბიძგს მისცემს ხელოვნების განვითარებას და რესპუბლიკის მთელ კულტურულ სფეროს“, - თქვა ალან გაგლოევმა.
თავის მხრივ, ახმედ დუდაევმა აღნიშნა, რომ ხელოვნების სკოლის მშენებლობა ასახავს ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვსა და ალან გაგლოევს შორის ძმურ ურთიერთობებს.
„დაე, ეს სოციალური ობიექტი და ჩვენი შემდგომი კონსტრუქციული ურთიერთქმედება, ჩვენს ხალხებს შორის ძმური ურთიერთობები იყოს ადეკვატური პასუხი ყველა ჩვენი არაკეთილიმსურველისთვის, ყველა ჩვენი მტრისთვის. ჩვენი ქვეყნების ირგვლივ არსებული ვითარების კონტექსტი გვკარნახობს ძმური ურთიერთობების დამყარების აუცილებლობას, რასაც ჩვენ გავაკეთებთ“, - განაცხადა დუდაევმა.
ცხინვალში სამხატვრო სკოლის აშენება გაგლოევსა და კადიროვს შორის გროზნოში გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა. რუსული მედიის ინფორმაციით, მშენებლობას კადიროვის ფონდი აფინანსებს და ეს ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის საჩუქარია. ობიექტის მშენებლობის დასრულება 2025 წლის შუა პერიოდისთვის იგეგმება.
თებერვალში კადიროვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთს 10 ერთეული რუსული წარმოების ავტომობილი - UAZ Patriot გადასცა და ასევე, ფინანსური დახმარება გაუწია საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სამართალდამცავ ორგანოებს.
