რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული ახალგორის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) დღეს, 21 აგვისტოს გაავრცელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
უწყების განცხადებით, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი, უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
„ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად“, - აცხადებენ სუს-ში.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს მომხდარის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. დაკავებულის ვინაობა უცნობია.
საქართველოს მოქალაქეები უკანონოდ დააკავეს ოკუპირებულ აფხაზეთშიც. დაკავებულები არიან გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში (ბგოურა) მცხოვრები 1964 წელს დაბადებული რემიკო და 1967 წელს დაბადებული მურთაზ ჭითანავები, ასევე 1979 წელს დაბადებული არჩილ სექანია. მათ წინააღმდეგ ე.წ. სისხლის სამართლის საქმე „უკანონო მიგრაციის ორგანიზების“ ე.წ. ბრალდებით არის აღძრული. სამივე დაკავებულს „სასამართლომ“ 2-თვიანი „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდა.
