ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში, რემიკო და მურთაზ ჭითანავების გარდა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქეა დაკავებული. ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) გაავრცელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 2 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 3 ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს წულუკიანის კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო
- 4 ბათუმის და ქობულეთის მერები ფეისბუკპოსტებით გადადგნენ
- 5 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
- 6 გლდანის ციხიდან კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი პატიმარი გარდაიცვალა
17 აგვისტოს ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში (ბგოურა) საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. 1964 წელს დაბადებულ რემიკო და 1967 წელს დაბადებულ მურთაზ ჭითანავებს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარებას ედავებიან.
აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაკავების შესახებ ინფორმაცია 20 აგვისტოს გამოაქვეყნა. მათი ვერსიით, ჭითანავები „იყენებდნენ გეოგრაფიულად ხელსაყრელ საცხოვრებელ ადგილს, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება საქართველოს ტერიტორიას და დახმარებას უწვდნენ სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში“.
ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასევე აცხადებდა, რომ დააკავეს რუსეთის ორი მოქალაქე, რომლებსაც საქართველოსა და აფხაზეთის ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში 1979 წელს დაბადებული არჩილ სექანია დაეხმარა. ამასთან, დე ფაქტო ხელისუფლება აღნიშნავდა, რომ სექანია მოქალაქობის არმქონე პირია. სავარაუდოდ, სწორედ ის არის მესამე დაკავებული.
„საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებული ცხელი ხაზის მეშვეობით შემდგარი კომუნიკაციის შედეგად დამატებით გაირკვა, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ აღნიშნულ სოფელში უკანონოდ იქნა დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე“, - განაცხადეს დღეს, 21 აგვისტოს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
ამ შემთხვევაშიც, ე.წ. სისხლის სამართლის საქმე „უკანონო მიგრაციის ორგანიზების“ ე.წ. ბრალდებით არის აღძრული. სამივე უკანონოდ დაკავებულს „სასამართლომ“ 2-თვიანი „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდა.
„ცენტრალური ხელისუფლების მიერ ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უკანონოდ დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით.
საქართველოს მოქალაქეების მიმართ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, წარმოებს პერმანენტული კომუნიკაცია ცხელი ხაზის მეშვეობით. ინფორმაცია მიეწოდება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“, - აღნიშნეს სუს-ში.
ამ თემაზე:
„ხელი შეუწყვია, რომ დაეკავებინათ“ - ოდიშარია გალში საქართველოს 2 მოქალაქის დაკავებაზე
