საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ პარიზის ოლიმპიადაზე მოფარიკავე სანდრო ბაზაძის, სავარაუდოდ, მსაჯების მხრიდან დაჩაგვრის გამო ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს საჩივრის წერილით მიმართა. ფედერაციის განცხადებით, წერილში აღნიშნულია ყველა გარემოება, რომლის მიხედვითაც სანდრო ბაზაძის მიმართ სავარაუდო უსამართლობას ჰქონდა ადგილი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
„საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ პარიზის ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძე, სავარაუდოდ, მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა. აღნიშნულს იზიარებს როგორც ფედერაცია, ასევე ფარიკაობაში გათვითცნობიერებული ნებისმიერი პირი და
გვინდა აღვნიშნოთ, რომ არა მხოლოდ გადამწყვეტი ქულა, არამედ სანდროს მიერ მიყენებული 5 დარტყმაც მოწინააღმდეგეს ჩაეთვალა.
შესაბამისად, ფედერაციამ მოამზადა საჩივრის წერილი, რომელიც ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს გადაეგზავნა“, - განაცხადეს ფარიკაობის ფედერაციაში.
ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ XXXIII ოლიმპიურ თამაშებზე, რომელსაც პარიზი მასპინძლობს, ასპარეზობა დაასარულა. მერვედფინალში მისი მეტოქე ეგვიპტელი მოჰამედ ამერი იყო, რომელმაც, მსაჯის გადაწყვეტილებით, შეხვდრა 15:14 მოიგო.
27 ივლისს, ოლიმპიადაზე ოთხმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა. მათგან სამი - ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი, მოცურავე ანა ნიჟარაძე და მოფარიკავე სანდრო ბაზაძე თამაშებს გამოეთიშნენ. ტყვიის მსროლელ ნინო სალუქვაძე მედლის მოპოვების შანსი კვლავ აქვს.
საქართველო პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაში 28 სპორტსმენით მონაწილეობს.
