ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე მეხის დაცემის შედეგად დაშავებული ვიცე-პოლკოვნიკი გოდერძი აფრასიძე კლინიკაში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძის გარდაცვალების გამო. თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს გოდერძი აფრასიძის ოჯახს და ახლობლებს“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
გოდერძი აფრასიძე საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაური იყო. ის 15 ივნისს, ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმური საველე სწავლების დროს დაშავდა. აფრასიძე უგონო მდგომარეობაში ჯერ ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში შეიყვანეს, ხოლო შემდეგ თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადმოყვანა გახდა საჭირო. ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე აცხადებდა, რომ სამხედროს დამწვრობითი შოკი ჰქონდა და რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
გოდერძი აფრასიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურმა სამმართველომ მოკვლევა დაიწყო.
