პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ანა ნაცვლიშვილმა და არმაზ ახვლედიანმა „პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 2 როგორ დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა
- 3 „ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა
- 4 სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: „ტიტუშკები“, თავდასხმები მედიაზე და დაუსჯელობა
- 5 მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლების აღიარება საქმედ იქცეს – ზახაროვა აგვისტოს ომზე
- 6 კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
„ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, კანონპროექტი ითვალისწინებს პიროტექნიკის შემოტანის, ფლობის, რეალიზაციის, გამოყენების აკრძალვას. გამონაკლისია F1 კატეგორიის პიროტექნიკა, რომლის უსაფრთხოების მანძილია 1 მეტრი ან ნაკლები და მისი გამოყენება შეიძლება დახურულ სივრცეში. კანონპროექტის მიხედვით, სხვა კატეგორიის პიროტექნიკის გამოყენება დასაშვები იქნება მხოლოდ მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ერთჯერადად განსაკუთრებულ შემთხვევებში. ასეთი შემთხვევა შეიძლება იყოს, მაგალითად, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება და მსგავსი მნიშვნელოვანი მოვლენები.
კანონპროექტის მიხედვით, პიროტექნიკის უკანონო გამოყენებისათვის ფიზიკური და იურიდიული პირები 1000 და 5000 ლარით დაჯარიმდებიან. პიროტექნიკური ნაკეთობის უკანონო შემოტანა, ფლობა, რეალიზაცია ან/და გამოყენება იმ პირის მიერ, რომელიც ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე იყო ადმინისტრაციულ სახდელდადებული პიროტექნიკის ამკრძალავი რეგულაციების საფუძველზე, სისხლის სამართლის წესით დაისჯება.
„დღეს ადამიანები პიროტექნიკას უკონტროლოდ, გართობის მიზნით იყენებენ, რასაც ხშირად მათი ან გარშემომყოფების ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული დაზიანება მოსდევს. ასევე, ზიანდება გარემო, მასობრივად იხოცება და სხვაგვარი ზიანი ადგებათ ფრინველებსა და ცხოველებს და უმნიშვნელოვანესი პრობლემაა პიროტექნიკის გამოყენებით გამოწვეული ხმაურიც“, - აცხადებენ კანონპროექტის ავტორები.
კანონპროექტის ავტორების განმარტებით, დღეს არსებული რეგულაციები, მათ შორის არასრულწლოვნებზე პიროტექნიკის მიყიდვის აკრძალვა, პრაქტიკულად არ სრულდება.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, მხოლოდ 2023 წლის იანვარში ცენტრს დახმარებისთვის მიმართა პიროტექნიკის გამოყენებით დაზარალებულმა 87-მა მოქალაქემ, აქედან, 18 წლამდე ასაკის იყო 19 პირი, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 41 ადამიანს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში, პიროტექნიკის იმპორტი 4.2-ჯერ გაიზარდა. საქართველომ 5.816 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შეიძინა. საქართველოში ყველაზე მეტი პიროტექნიკა შემოვიდა ბულგარეთიდან, ჩინეთიდან, მონტენეგროდან, პოლონეთიდან და გერმანიიდან.
