შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას არბევს. მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი მიმართეს და გაუშვეს ცრემლსადენი გაზი. სამინისტრო დემონსტრანტებს მოუწოდებს, დაიშალონ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 2 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 3 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 4 სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს
- 5 ევროკომისია: საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი
- 6 სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩი გაათავისუფლეს – პაპასქუა საგარეო უწყებას ტოვებს
მანამდე, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენეს, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ჟურნალისტები და პოლიტიკოსებიც არიან. შსს-ს თანამშრომლები აქციის მონაწილეებს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.
სპეცრაზმი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდას ცდილობს. აქციის მონაწილეები, რომლებიც ძირითადად ახალგაზრდები არიან, ამბობენ, რომ უკან არ დაიხევენ. ისინი სპეცრაზმელების წინ ხელებაწეულები დგანან.
„ქართულმა ოცნებამ“ აპირებს მიიღოს რუსული კანონი, რომელსაც ორ კვირაზე მეტია მოქალაქეები ქუჩაში, მრავალათასიანი უწყვეტი აქციებით აპროტესტებენ. 30 აპრილის აქცია 19:00 საათზე, კანონის მეორე მოსმენით განხილვის პარალელურად დაიწყო. მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს, ნაწილმა კი გადაინაცვლა პარლამენტის უკანა შესასვლელებთან, საიდანაც საკანონმდებლო ორგანო რუსული კანონის ავტორ და მხარდამჭერ დეპუტატებს უნდა დაეტოვებინათ. განსაკუთრებულ დაავალებათა დეპარტამენტის და შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს ტერიტორია ძალის გამოყენებით დაატოვებინა.
დღეს განვითარებული მოვლენების წინ, 29 აპრილს, „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონის მხარდასაჭერად პარლამენტის წინ ე.წ. საყოველთაო შეკრება მოაწყო, რისთვისაც რეგიონებიდან პარტიული აქტივი და საჯარო სამსახურებში დასაქმებულები ჩაიყვანა. კონტრაქციაზე ანტიდასავლური გზავნილებით სავსე განცხადება წაიკითხა მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ. ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს რესურსი რუსული კანონის მისაღებად.
